ბუნდესლიგის მესამე ტურში „ჰაიდენჰაიმი“ საკუთარ მოედანზე „დორტმუნდთან“ 0:2 დამარცხდა.
22-ე წუთზე მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე სტუმართა ნახევარმცველ ფელიქს ნმეჩას ბურთზე ბრძოლაში უნებურად ეუხეშა და გააძევეს, რის შემდეგაც „ბორუსიამ“ პირველ ტაიმში ორი გოლი გაიტანა და 2:0 გაიმარჯვა.
ზივზივაძემ კარიერაში წითელი ბარათი პირველად მიიღო.
„ჰაიდენჰაიმი“ ისევ უქულოდაა და 20 სექტემბერს გასვლაზე „ჰამბურგს“ შეხვდება.
ჰაიდენჰაიმი – დორტმუნდი 0:2
გოლები: 0:1 გირასი (34), 0:2 ბაიერი (45+6)
გაძევება: ზივზივაძე (22)
ხვიჩა დაისვენებს – ქართველების ბევრი გადამწყვეტი დაპირისპირება
ბუდუს გარეშე – “ჰაიდენჰაიმი” “ბაიერნთან” განადგურდა
