მიუნხენის “ბაიერნმა” ჩემპიონთა ლიგაში იტალიური “მილანი” დაამარცხა და ამაში ლიმის წილი საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულ ამერიკელ კალათბურთელს, კამარ ბოლდუინს მიუძღვის. “ბაიერნში” გადასვლის შემდეგ კამარმა პირველად ითამაშა სასტარტო ხუთეულში და ერთ-ერთი გამორჩეულიც იყო.
გერმანულმა კლუბმა ‘მილანელები” 64:53 დაამარცხა, ბოლდუინმა კი 27:19 წუთში 11 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. კამარმა 9-დან 4 ორქულიანი და 6-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინაღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ. “ბაიერნში” ყველაზე შედეგიანები ვლადიმირ ლუჩიჩი (15) და ანდრეას ობსტი (14) იყვნენ, იტალიურ კლუბს კი დევინ ბუკერმა ულიდერა ორმაგი დუბლით (11 ქულა, 12 მოხსნა).
2 მოგებითა და ამდენივე მარცხით “ბაიერნი” სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა, ხოლო მომდევნო მატჩს 16 ოქტომბერს, სტამბოლში “ფენერბაჰჩესთან” ჩაატარებს.
GBF
შენგელია საუკეთესო იყო – “ბარსელონა” სახლში დამარცხდა
შენგელიას 10 ქულა და “ბარსელონას” მარცხი ვალენსიაში | ბურჯანაძის გუნდმაც წააგო
შერმადინი “ტენერიფეს” უკაპიტნებს | ესპანეთის უმაღლეს ლიგაში 4 ქართველი ითამაშებს
[VIDEO] მუსიალას საშინელი ტრავმა და დონარუმას ცრემლები
საქართველოს ნაკრების მოთამაშე კარიერას “ბაიერნში” გააგრძელებს
რატომ არ ითამაშა საქართველოს ნაკრებში ბოლდუინმა – GBF.GE სიტუაციას განმარტავს
ვიერიმ “სან სიროს” დანგრევასა და მის ადგილას ახალი სტადიონის აშენებაზე ისაუბრა
სერჟიო კონსეისაო “მილანიდან” წასვლის შემდეგ საუდის არაბეთში დასაქმდა
“მილანსა” და “ინტერს” ახალი სტადიონი ექნებათ – 2031 წლიდან კლუბები ლეგენდარულ “სან სიროზე” აღარ ითამაშებენ
“მილანი” რობერტ ლევანდოვსკის დამატების ვარიანტს განიხილავს
ახალი ამერიკელი საქართველოს ნაკრებში
მისი აგენტი “ბარსელონას” თავად დაუკავშირდა – ნიკო უილიამსი “ბლაუგრანას” უახლოვდება
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა “ბაიერნში” გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
“ჯერ არაფერი დასრულებულა” – ალონსო “ბაიერნთან” მატჩის შემდეგ
კონტე: “მილანთან” დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან
“არსენალს” სანეს უფასოდ დამატება სურს
“ჰგონია რომ ფენომენია, მაგრამ ფეხბურთი საერთოდ არ ესმის” – კასანომ ლეაო კვლავ გააკრიტიკა
