საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი წლის ბოლო დიდი სლემის ამერიკის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებულად ჩაერთო. ჩვენებური მსოფლიოს 218-ე ნომერს, 24 წლის ბელგიელ გოტიე ონკლინს დაუპირისპირდა და სამ სეტში 7:6 5:7 6:1 სძლია.
ნიკამ 9 ეისი მოაწოდა და 11 ორმაგი შეცდომა გააკეთა. მან 6 ბრეიკი გააკეთა, საკუთარი ჩაწოდება კი ხუთჯერ დაკარგა. ტურნირის კვალიფიკაციის ნახევარფინალში ბასილაშვილის მეტოქე 29 წლის შვეიცარიელი, მსოფლიოს 228-ე ნომერი მარკ-ანდრეა ჰუსლერი იქნება, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში ანგარიში 1-1 აქვს.
დღეს ამერიკის ღია პირველობაზე კიდევ ერთი ქართველი ჩოგბურთელი ეკო გორგოძე ჩაერთვება, რომელიც კვალიფიკაციის მეოთხედფინალში 33 წლის ბრიტანელ, მსოფლიოს 161-ე ნომერი ჰეიზერ ვოტსონს დაუპირისპირდება.
შესანიშნავი წილისყრა ბასილაშვილისთვის – ნიკას “უიმბლდონზე” კარგი ბადე აქვს
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე – ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
ქამბექი არ შედგა – ბასილაშვილი სონეგოსთან დამარცხდა
რამდენი გამოიმუშავა ბასილაშვილმა მუსეტის დამარცხებით და რა წინსვლა ელის რეიტინგში – ქართველი ჩოგბურთელის წარმატება რიცხვებში
ეკატერინე გორგოძემ 60 000-იანი ტურნირი მოიგო და რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა
ბოლქვაძემ US OPEN-ი გამარჯვებით დაიწყო და ბრიტანელ თინეიჯერს დაუპირისპირდება
უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
გორგოძის მორიგი პოლონური გამარჯვება – ქართველი მეოთხედფინალშია
ცნობილი გახდა, როდის გამართავენ ბასილაშვილი და გორგოძე თავის შეხვედრებს “უიმბლდონზე”
გორგოძემ კიდევ ერთ ტურნირზე გაიმარჯვა
უდიდესი სენსაცია – ბასილაშვილმა მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანი დაამარცხა!
ბასილაშვილი: ჩემს ამ ასაკში ასეთი ქამბექის შესრულება სრული სიგიჟეა
