[ViDEO] “ბარსელონა” “ნიუკასლს” დაუნდობლად გაუსწორდა

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში „ბარსელონამ“ საკუთარ მოედანზე „ნიუკასლი“ 7:2 გაანადგურა.
თამაში მართლაც ლამაზი სანახავი გამოვიდა: ინგლისში ფრედ დასრულებული (1:1) შეხვედრის შემდეგ, „ბარსელონა“ ორჯერ დაწინაურდა და ელანგამ ორივეჯერ გაათანაბრა ანგარიში. თუმცა, ზედ შესვენებაზე გასვლის წინ იამალმა პენალტით კატალონიური გუნდი წინ გაიყვანა.
შესვენების შემდეგ „ბარსა“ უკვე სრულად დომინირებდა, დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა და ზედიზედ მესამედ გავიდა მეოთხედფინალში, სადაც მისი მეტოქე “ტოტენჰემსა” და “ატლეტიკოს” შორის გამარჯვებული იქნება.
ბარსელონა. „კამპ ნოუ“
ბარსელონა – ნიუკასლი 7:2
გოლები: 1:0 რაფინია (6), 1:1 ელანგა (15), 2:1 ბერნალი (18), 2:2 ელანგა (28), 3:2 იამალი (45+7, პენ), 4:2 ლოპესი (51), 5:2 ლევანდოვსკი (56), 6:2 ლევანდოვსკი (61), 7:2 რაფინია (72)
– ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა – მან ჩემპიონთა ლიგაზე 109 გოლი გაიტანა – უფრო მეტი მხოლოდ რონალდოს (141) და ლეო მესის (129) აქვთ გატანილი.
– იამალმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 39 მატჩში 21 გოლი და 15 საგოლე გადაცემა მიითვალა.
– რაფინიამ ზედიზედ ბოლო 5 დაპირისპირებაში გაიტანა – მის ანგარიშზე წელს 16 მატჩში 12 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.