უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში გურამ თუშიშვილი (+100) ფინალში იჭიდავებს.
გადამწყვეტ ბრძოლამდე თუშიშვილმა მარიუს ფიზელი (სლოვაკეთი), ლოსენი კონე (გერმანია), აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაური და მსოფლიოს ჩემპიონი მინიონ კიმი (სამხრეთ კორეა) დაამარცხა, ფინალში კი ინალ ტასოევს (რუსეთი) დაუპირისპირდება.
+78 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სოფიო სომხიშვილი მერვედფინალში დამარცხდა.
წინასწარი ორთაბრძოლები თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო და საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია: ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ლუკა მაისურაძე (90კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
· ნაპოლეონი ვერაფრით მივხვდი რატომ არ ვაუთვალეს გდება კორეელი და რატომ გააფრთხილეს
· L.J. Midi Guram warmateba!!!iponit gamarjvebas gisurveb!!!
· დიფსთეით გლობალუროვი მეც სასიამოვნოდ გამაკვირვა გურამის კარგმა ფიზიკურმა მომზადებამ. ბოლოს რა თქმა იღლება, მაგრამ სხვა ბიჭებზე ბევრად უკეთაა მომზადებული. მართალია შედარებით იოლი ბადე ჰქონდა, მაგრამ სწორედ ვითომ სუსტ გერმანელს შეალია ყველაზე მეტი ძალა. ნუ, რა თქმა უნდა ცალკე აღნიშვნის ღირსია ნახევარფინალი კორეელთან. როგორ გამართული და სწორი ტაქტიკით ეჭიდავა, არ მოდუნდა და ბოლოს დასცა კიდეც იპონზე. თუ ასევე ეყოლება შესწავლილი ტასოევიც, არ მოეშვება, დროულად დაუჭერს მომენტს, დარწმუნებული ვარ მაგასაც შეუსულებს. წესით კი უნდა ყავდეთ შესწავლილი. წელი აქვს ძალიან ძლიერი ტასოევს. იმედია, რამეს მოუფიქრებს გურამი. წარმატებები თუში, მიდი მიაწექი, ღმერთი შენსკენ და საქართველოსკენ!!!
· იყო შაშვი მგალობელი გურამ შენს უკან გულანთებული ხალხია, შენ და შენისთანები აშენებენ ამ ქვეყანას ყოველი თქვენი გამარჯვება ქვეყნის გამდიდრებაა…
· N მიდი თუში!ღმერთი შენკენ.
· tngh გურამს ურთულესი ფინალი ელის… მაქსიმალური ყურადღება და სიფრთხილე!!! იმედია ესეც იქნება… წარმატება გურამს!!!
· !!! გურამ თუშიშვილი კარგად არის მომზადებული. ყველა შეხვედრა კარგად წაიყვანა. როგორი შედეგითაც არ უნდა დამთავრდეს ფინალური შეხვედრა, ტუშიშვილის მისამართით აუგი არ ითქმევა. ფინალში უძლიერესი მეტოქე ჰყავს. ყოჩაღ გურამ!
· llcl ვაა, სიმართლე გითხრათ არ ველოდი, ყოჩაღ გურამ! მიდი, ბარემ ეს რუს-მონღოლთა ოსიც გააფინე ტატამზე, გთხოვ! ღმერთი შენსკენ ძმაო!
· [email protected] დილას დავწერე ფინალში გავათქო, შენ გენაცვალოს ჩემი თავი თუში…
თუშიშვილი VS ტასოევის ფინალის მოლოდინში – მსოფლიო ჩემპიონატის მეშვიდე დღეს ორი ქართველის მოლოდინში
რევანშის შანსი – სულამანიძე ევროპის ჩემპიონატის ფინალშია და კოცოევს შეხვდება
თუშიშვილი ვერცხლს დასჯერდა – ჯაბნიაშვილმა და დემეტრაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიგეს [VIDEO]
თუშიშვილი VS ტასოევის ფინალის მოლოდინში – მსოფლიო ჩემპიონატის მეშვიდე დღეს ორი ქართველის მოლოდინში
დაბრუნება ოქროს მედლით აღნიშნა – თუშიშვილი ავსტრიის გრან პრის ჩემპიონია! [VIDEO]
ავსტრიის გრან პრიზე ქართული ფინალი იქნება
6-თვიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ თუშიშვილი ტატამს უბრუნდება – ავსტრიის გრან-პრიზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
