[VIDEO] აკი კარში ვერ ურტყამსო – მიქაუტაძის ნანატრი გოლი და “ვილიარეალის” გამარჯვება

ლა ლიგის მეხუთე ტურში „ვილიარეალმა“ საკუთარ მოედანზე „ოსასუნას“ 2:1 მოუგო, მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ კი ესპანეთის ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა და კრიტიკოსებს საკადრისად უპასუხა, რომლებიც წერდნენ, რომ კარში ვერ ურტყამდა.
მიქაუტაძე ძალიან აქტიური იყო, პირველ ტაიმში ჯერ ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს, ცოტა ხანში ახომაში მეკარე ერერასთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ მან შანსი ვერ გამოიყენა, შემდეგ ქართველის დარტყმული ბურთი გოლკიპერმა მოიგერია. მე-40 წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო სტუმართა მცველმა როზიემ, პამლონელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, თუმცა კომპენსირებულ დროში პენალტით დაწინაურება შეძლეს.
მეორე ტაიმში „ყვითელმა სუბმარინამ“ ზეწოლა გააძლიერა, განუწყვეტლივ უტევდა, მომენტებს ქმნიდა და მიქაუტაძემ ტანმაღალი მცველების გარემოცვაში თავურით ანგარიში გაათანაბრა. მალე მეორე მომენტიც ჰქონდა, თუმცა ჩაწოდებული ბურთი ერთი შეხებით კარში ვერ გადაგზავნა, ხოლო 59-ე წუთზე გუიემ გამარჯვების გოლი გაიტანა.
„ვილიარეალი“ 10 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 23 სექტემბერს გასვლაზე „სევილიასთან“ ჩაატარებს.
ვილიარეალი – ოსასუნა 2:1
გოლები: 0:1 ბუდიმირი (45+6, პენ), 1:1 მიქაუტაძე (69), 2:1 გუიე (86)
· გიგო პაპა როგორი დამთხვევაა, 69 -ე წუთზე გაიტანა. ::) ეგ ერთი და სხვა მრავალი ჟორჟ! გუნდი ძირითადად პეპეზე თამაშობს, როგორც ერთ დროს ნაპოლიში ოსიმენზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჟორჟი ისევე გახდება ლიდერი, როგორც ხვიჩა გახდა.
პამპლონის “ოსასუნამ” მწვრთნელი გააძევა
პამპლონის “ოსასუნას” ახალი მწვრთნელი ჰყავს
ლა ლიგა. წინასასეზონო მზადება: დაუმარცხებელი “სევილია”