ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში პსჟ-მ, რომელსაც ტრავმების გამო ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე, დეზირე დუე და მარკინიოსი ვერ დაეხმარენ, გასვლაზე „ბარსელონა“ 2:1 დაამარცხა.
მატჩი ლამაზი სანახავი გამოდგა. მასპინძლებმა თავიდანვე მოიპოვეს ინიციატივა და ფერან ტორესის გოლით დაწინაურდნენ. სადღაც შუა პირველ ტაიმში სტუმრები უპირატესობას დაეუფლენ და შედეგსაც მიაღწიეს – მენდეშის კარგი დრიბლინგის შედეგად ანგარიში მეილიუმ გაათანაბრა.
შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა და შეცვლაზე შესული რამუშის გოლით „პარი სენ ჟერმენმა“ ლოგიკური გამარჯვება მოიპოვა.
პსჟ-მ ტურნირზე მეორე შეხვედრაც მოიგო და 5 ოქტომბერს, ლიგა 1-ის მეშვიდე ტურში გასვლაზე „ლილს“ დაუპირისპირდება. „ბარსელონას“ 3 ქულა აქვს და იმავე დღეს “სევილიას” ესტუმრება.
ბარსელონა – პსჟ 1:2
გოლები: 1:0 ფერან ტორესი (19), 1:1 მეილიუ (38), 1:2 რამუში (90)
· lasha პსჟ-ეს მფლობელზე უნდა თქვა საკუთარ შეცდომებზე სწავლობსო. გვახსოვს ყველას როგორ შემოვიდა საფეხბურთო სამყაროში დიდი ფულით გაუგონარი ტრანსფერებით გუნდის დაკომპლექტებით უკვე შესაზლებლობის პიკის გავლილი და დიდი სახელების მქონე მოთამაშეებით. რომელთაც ერთადერთი ინტერესი მაღალი ხელფასი იყო. შეცვალა სტრატეგია. მოიშორა ეს ბალასტი. გუნდი ჩააბარა შესანიშნავ მწვრტნელს. და შემადგენლობა შეავსო ნაკლებად ცნობადი პერსპექტიული ახალგაზრდებით. და შედეგიც დაიდო. ანადგურებენ ყველას და ყველაფერს.
· ექსპერტი გუნდში ისეთი ჯანსაღი კონკურენციაა, რომ არავის აქვს გარანტირებული ძირითადში ადგილი
· თემური კი, პსჟ – მ აჯობა ბარსელონას, მაგრამ: მენდეშმა იამალი, რომ წააქცია, რომელიც მაგარ საგოლეზე გადიოდა მსაჯს უნდა მიეცა გაფრთხილება, რაც მისთვის მეორე გაფრთხილება იქნებოდა (100% ეკუთვნოდა, შეგიძლიათ გადაახვიოთ და ნახოთ!) და დარჩენილ დროში სულ სხვა თამაში წავიდოდა!
· ბარკოლა მორჩით ეხლა პირის მოწმენდვას. ყველას პესეჟეს წაგება გინდოდათ, რადგან კვარა არ იყო. დამტკიცდა- კვარა არაფერს წარმოადგენს პესეჟესთვის.
· ეგრეა მართალი ხარ. უფრო მეორეა მართალი- კვარა პესეჟეს გარეშე არაფერია ეხლა და ამ ეტაპზე
· გულშემატკივარი კვარა, სანამ თვითონ გაგიშვეს შვილო- დროზე იფიქრე სხვაგან გადასვლაზე.
· Geo Bravisimo!!!!
· nika ეს „გადამეტებული ალაფელი არ ვარგა“ საიდან მოიტანეთ საკუთარი შურის გასამართლებლად? გულშემატკივრობა გადამეტებულია, აბა თავშეკავებული გულშემატკივრობის დედაც ვატირე. აბა უთხარით ეგ ურუგვაელს ან არგენტინელს, „გადამეტებული არ ვარგაო“, თავზე გადაგამხობთ ყველაფერს. გაიდგეს ფესვები ბოღმიანებმა და მომინდომეს აქ ობიექტურობა. ვისაც უნდა კვარასაც გააღმერთებს, მამარდასაც კიტესაც თუ ქოჩორასაც და ობიექტურობა თუ გინდათ, წადით და სასამართლოსგან მოითხოვეთ ან დაჯექით ჯეოსტარის ჟიურიში. ან გაერკვიეთ სპორტში ან ნუღარ უყურებთ, აზრის გამოთქმის უფლება პასუხისმგებლობის გარეშე კი არაა
· ნეტავ პსჟ რომ ვილარეალს, ლივერპულს ან სპორტინგს შეხვდეს, რომელს უქომაგებ ნეტავ?!
· “ტყულია” საიდან მოიტანე, სად ნახე/წაიკითხე სეროოზულად ნათქვამი “კვარას გარეშე პსჟ არაფერიაო” ?! “ტყულია” ეგ!
· მალხაზ ჯობავა ბ-ნ პაატა, არავის არ უთქვამს კვარას გარეშე პსჟ არაფერიაო, ან ვინ უნდა თქვას, გუნდში იმდენი ვარსკვლავებია. უბრალოდ კვარას უმისოდ ქართველი გულშემატკივრისთვის არის არაფერი ან სად ყავდა ამდენი ქართველი გულშემატკივარი ოდესმე უკვარაცხელიო პსჟ-ს. ალბათ ერთი პსჟ-ს ფანკლუბიც არ იყო საქართველოში კვარამდე.
· პაატა რავიცი ვიღაცეები ბლატაობენ, კვარას გარეშე პსჟ არაფერიაო – თურმე ყოფილა ხომ. საკუთარი ვარსკვლავის დაფასება უნდა იცოდე, რასაკვირვერლია, მაგრამ გადამეტებული არაფერი ვარგა. რეალურად უნდა აფასებდე კაცი ყველაფერს. წარმატებები კვარას და პსჯ-ს, რადგან ჩემთვის ის გუნდი მიყვარს, სადაც კართველი თამაშობს და საოცრებებს ახდენს.
· RR მაგარია პსჟ! მეორედაც გვინდა ლიგა!
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს – “სპორტინგი” “ნაპოლისთან” დამარცხდა
[PHOTO] პსჟ-ის გულშემატკივრებს ეს ძალიან მოეწონებათ – ნახეთ, რა საქმითაა დაკავებული ჟოაო ნევეშის 19 წლის ულამაზესი მეგობარი გოგონა
“[VIDEO] ბარსელონასთან” მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო – პსჟ-მ “ოსერს” მცველების გოლებით მოუგო
გადაწყვეტილება მიღებულია – ცნობილია, ითამაშებს თუ არა კვარაცხელია “ბარსელონას” წინააღმდეგ
Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
“მადლობა ჩვენი გუნდის პრეზიდენტს, მის ამ ჟესტს არასდროს დავივიწყებ” – “ბარსელონასთან” მატჩის წინ, ენრიკემ ნასერ ალ-ხელაიფის მიმართ მადლიერება გამოხატა
პსჟ-ს მეკარე: ძნელია მოტივაციის შენარჩუნება
“იამალთან დაკავშირებით ეს არ მომწონს” – ფლიკი მედიაში გავრცელებულ სტატიებზე




