VIDEO: თიკა ჯამბურიას პასუხი: “ძალიან კარგად გავერთე უარესსაც გეტყვით, მეც მალე გავთხოვდები და ჩემს ქორწილშიც იქნებიან ბექა და სოფო” – Marao

თიკა ჯამბურია შვილთან ერთად ყოფილი ქმრის, ბექა ხოფერიას ქორწილში იმყოფებოდა. ქორწილი იტალიაში, კუნძულ სიცილიაზე გაიმართა. ბექა ხოფერიას რჩეული სოფო ქურდიანია. წყვილს ერთი ვაჟი ჰყავს.
დღეს უკვე ბიზ­ნეს­მე­ნი ბექა ხო­ფე­რია წლე­ბის წინ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ჯერ რო­გორც პო­ლი­ტი­კოს ხა­თუ­ნას ხო­ფე­რი­ას ვაჟი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, რო­გორც მომ­ღე­რალ თიკა ჯამ­ბუ­რი­ას მე­უღ­ლე, ისე გა­იც­ნო. თიკა და ბექა ჯერ კი­დევ სა­ერ­თო შვი­ლის, ნი­ნას და­ბა­დე­ბამ­დე და­შორ­დნენ ერ­თმა­ნეთს. ეს ამ­ბა­ვი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვი­თე­ლი პრე­სი­სა და გა­და­ცე­მე­ბის საყ­ვა­რე­ლი თემა იყო.
რამ­დე­ნი­მე წელ­ში ბექა ხო­ფე­რია მე­ო­რედ და­ქორ­წინ­და და მისი რჩე­უ­ლი ინა ოსი­პო­ვა გახ­და. ერ­თმა­ნე­თი მოს­კოვ­ში გა­იც­ნეს, მა­შინ ბექა ამ­ბობ­და, რომ იპო­ვა ის ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ეძებ­და. ინას და ბე­ქას ორი გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნათ, თუმ­ცა მე­დი­ა­ში ორი წლის წინ გაჩ­ნდა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ერ­თმა­ნეთს ისი­ნიც და­შორ­დნენ.
ბექა ხო­ფე­რია დღეს უკვე ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნია. 2019 წელს სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია “აპარტ დე­ვე­ლოპ­მენ­ტი“ და­ა­ფუძნა. რაც შე­ე­ხე­ბა სოფო ქურ­დი­ანს, ის კომ­პა­ნია Showroom Georgia-ს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რია.
თიკა ჯამბურიამომღერალ თიკა ჯამბურიას ფართო საზოგადოება ჯერ კიდევ ბავშვობიდან იცნობს, როცა მის მიერ შესრულებული სიმღერა ჰიტად იქცა. მას შემდეგ თიკას კარიერისა თუ პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი მუდმივად არსებობდა და მომღერლის გათხოვების შესახებ არაერთი ჭორიც დადიოდა.
1991 წლის 14 მარტს თბილისში დაიბადა. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტი და მიიღო მუსიკალური განათლება ფორტეპიანოს განხრითაც. მისი განსაკუთრებული ვოკალური მონაცემები სულ მცირე ასაკში შენიშნეს და ლადო გუდიაშვილის 100 წლის იუბილეზე თბილისის ნაციონალური ბალეტისა და ოპერის თეატრში სიმფონიურ ორკესტრთან ერთად იმღერა. მოგვიანებით, 9 წლის ასაკში, ჩაწერა ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ჰიტი “ჯეირანი”, რამაც განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა. ხალხმა განსაკუთრებით შეიყვარა მისი და დათო ხუჯაძის დუეტი “ცისარტყელები”.
2006 წელს გამართა სოლო-კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში თბილისის ბიგ-ბენდთან ერთად. სხვადასხვა დროს საქართველოში, რუსეთში, იტალიასა და ბულგარეთში ჩატარებულ კონკურსებში მიღებული აქვს გრან-პრი. წარმატებული კარიერის პარალელურად, საზოგადოება ახალგაზრდა ნიჭიერი და პოპულარული მომღერლის პირადი ცხოვრებითაც ინტერესდებოდა. მან ადრეულ ასაკში იქორწინა ჟურნალისტ ხათუნა ხოფერიას ვაჟზე, ბექა ხოფერიაზე. წყვილს ერთი შვილი, ნინა ხოფერია შეეძინა, თუმცა ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. თიკასთვის ეს განშორება რთული აღმოჩნდა, თუმცა დღეს ბედნიერი და სრულფასოვანი ცხოვრება აქვს და ყოფილი მეუღლის ოჯახთან, მათ შორის, ყოფილ დედამთილთან, ხათუნა ხოფერიასთანაც მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებს.
თიკას მიერ ბოლოს გამოქვეყნებული კადრები კიდევ ერთხელ მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში, როცა ის შვილთან და მეგობრებთან ერთად ყოფილი ქმრის ქორწილში იმყოფებოდა. ვიდეომ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, თუმცა თიკა და ბექა კარგი მეგობრები არიან და თიკამ საღამოს გალამაზებაშიც მიიღო მონაწილეობა – ქორწილში ცნობილი ჰიტები შეასრულა. გამოთქმულ კრიტიკასა და ნეგატიურ კომენტარებს კი ვიდეოთი უპასუხა:
· “ეს გოგო იმსახურებს დიდ ბედნიერებას!” – თიკა ჯამბურია შეყვარებულთან ერთად გადაღებულ საახალწლო კადრებს აქვეყნებს
“მე ვიყავი ჩემი ყოფილი ქმრის, ანუ ნინას მამის ქორწილში, რამაც ნახევარი საქართველოს აღშფოთება გამოიწვია. მეგობრებო, აქ აღსაშფოთებელი არაფერი არ არის, რადგან 14 წლის წინ დასრულებული ურთიერთობა შეიძლება გადაიზარდოს მეგობრობაში, თუ ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი ხარ, რა თქმა უნდა, ეს შვილის მომავლისთვის საუკეთესო ვარიანტია, რომ იცხოვროს ლაღ და ბედნიერ ადამიანებს შორის. სოფო არის ადამიანი, რომელმაც ნინა მიიღო, როგორც საკუთარი შვილი და ყველაფერი ისე დალაგდა, რომ ჩვენ ერთმანეთი არ გვძულს. სოფომ და ბექამ გადაწყვიტეს, რომ ნინასთან ერთად მეც ვყოფილიყავი მათ ქორწილში. სიამოვნებით დავთანხმდი და ძალიან კარგად გავერთე. უარესსაც გეტყვით, ალბათ, მეც მალე გავთხოვდები და ჩემს ქორწილშიც იქნებიან ბექა და სოფო”, – ამბობ თიკა.