[VIDEO] დებიუტი შედგა – ჯამალ კაიშვილმა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში პირველად ითამაშა

17 წლის ნახევარმცველმა ჯამალ კაიშვილმა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების რიგებში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. ვასილ მაისურაძის გუნდი თბილისში ამხანაგურად ბერძენ თანატოლებს დაუპირისპირდა და ნულოვანი ფრე ითამაშა.
კაიშვილი მოედანზე ხალიდ დოლტმურზიევის ნაცვლად მეორე ნახევარში გამოჩნდა. ის “ბაიერნის” 17-წლამდელთა გუნდის წევრი გახლავთ და ვარიანტი გერმანიის ახალგაზრდულ ნაკრებშიც ჰქონდა, თუმცა მან საქართველო აირჩია.
კაიშვილი დედით ქართველი და მამით ჩეჩენია. მისი გამოძახების სურვილი ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ იყო, თუმცა სამწუხაროდ, ფეხბურთელის ორივე მშობელი წლების წინ გარდაიცვალა და თავად გერმანიაში ლტოლვილის სტატუსით ჩაბარდა, ამიტომ მისი წინაპრების ინდენტიფიცირება მარტივი საკითხი არ ყოფილა.
· Deme svani საღოლ იაშკა. წარმატებები ჯამალს და საქართველოს ნაკრებს.
[VIDEO] U21. უკეთესის სურვილით – საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ფრედ ითამაშა
ახალი შესარჩევის პირველი ტური – ახალგაზრდულმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
Geo Team: “ბაიერნის” ფეხბურთელს საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში უხმეს