V-Dem Institute-ის დემოკრატიის ანგარიშში საქართველო “საარჩევნო ავტოკრატიადაა” მოხსენებული

V-Dem Institute 2024 წელს სხვადასხვა ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის ამსახველ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველო “საარჩევნო ავტოკრატიად” არის მოხსენებული.
გიოტებორგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტის ბაზაზე დაფუძნებული V-Dem Institute ყოველწლიურად აქვეყნებს მონაცემებს, რომლითაც შესაძლებელია სხვადასხვა ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის შეფასება.
ანგარიშში საქართველოში არსებული ვითარება ინდონეზიასთან არის შედარებული და ნათქვამია, რომ ამ ორ ქვეყანაში 2024 წელს დემოკრატია ჩამოიშალა. ინდონეზია უკვე მიიჩნეოდა “ნაცრისფერ ზონად” 2023 წლის ბოლოსთვის, საქართველოს შემთხვევაში კი, ვკითხულობთ, რომ საარჩევნო წელი იყო დემოკრატიის კუთხით ვითარების უმსხვილესი გაუარესება ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ სწორედ ამ წელმა აქცია საქართველო საარჩევნო ავტოკრატიად.
ანგარიშის თანახმად, თანამედროვე ავტოკრატიზაციის ტიპური მახასიათებელი ის არის, რომ გაუარესება ნელი და თანდათანობითია, რაც ართულებს თავიდანვე მის აღმოჩენას.