USAID-მა 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის ჯამურად 41,7 მილიონი დოლარი გამოყო – მაქსიმალურად ბუნდოვანი ფორმულირებები, სწორედაც რევოლუციური სცენარის განვითარების გეგმაზე მიუთითებს

USAID-მა 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის ჯამურად 41,7 მილიონი დოლარი გამოყო – მაქსიმალურად ბუნდოვანი ფორმულირებები, სწორედაც რევოლუციური სცენარის განვითარების გეგმაზე მიუთითებს
როგორც შევიტყვეთ, USAID-მა 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის, შედარებით მოკლე პერიოდში დასახარჯად, ჯამურად 41,7 მილიონი აშშ დოლარი გამოყო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი, სოციალურ ქსელში წერს.
ვოლსკი ყურადღებას ამახვილებს იმ პროგრამების დასახელებებზე, რომლებიც მილიონობით დოლარით დაფინანსდა და აღნიშნავს, რომ ეს მაქსიმალურად ბუნდოვანი ფორმულირებები, სწორედაც რევოლუციური სცენარის განვითარების გეგმაზე მიუთითებს.
“როგორც შევიტყვეთ, USAID-მა 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის, შედარებით მოკლე პერიოდში დასახარჯად, ჯამურად 41,7 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. მათ შორის, კარგად დაუკვირდით, დაფინანსებულია: 1.“საქართველოს საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების აქტივობები”, რისთვისაც 26 მილიონი დოლარია გათვალისწინებული.
2.“დემოკრატიული ლიდერული უნარების გაძლიერება პოლიტიკურად აქტიურ ახალგაზრდებს შორის პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებაში; ანტიდემოკრატიული გავლენების მიმართ მდგრადობა და საარჩევნო ადმინისტრაციის ლიდერობისა და ეფექტურობის გაძლიერება” და ა.შ. რისთვისაც 15 მილიონ აშშ დოლარზე მეტია გათვალისწინებული.
სასარგებლო პროექტები როგორ არ ხორციელდება და არამარტო საქართველოში! მაგრამ ეს, მაქსიმალურად ბუნდოვანი ფორმულირებები, სწორედაც რევოლუციური სცენარის განვითარების გეგმაზე მიუთითებენ და ნურც იმას დაგვაბრალებენ რომ არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზაციას ვახდენთ…” – წერს გიორგი ვოლსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას