USAID-ის ხელმძღვანელი – „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის მიღებით, პარლამენტი ქვეყნის დემოკრატიულ გზას, ეკონომიკურ უსაფრთხოებას და აშშ-სთან ორმხრივ ურთიერთობებს საფრთხეს უქმნის

საქართველოს პარლამენტი, „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის მიღებით, ქვეყნის დემოკრატიულ გზას, ეკონომიკურ უსაფრთხოებას და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ორმხრივ ურთიერთობებს საფრთხეს უქმნის, – ასე გამოეხმაურა USAID-ის ხელმძღვანელი, სამანტა პაუერი საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.
“ჩვენ ქართველ ხალხს და ევროპული მომავლისკენ მათ მისწრაფებებს მხარს ვუჭერთ“, – წერს სამანტა პაუერი X-ზე.
გუშინ, საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და ს მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84 ხმით დაუჭირეს მხარი.