USAID-ის ოფიციალურმა პირმა 550 მილიონი დოლარის ქრთამის სქემაში მონაწილეობა აღიარა – გამოცემა New York Post

USAID-ის ოფიციალურმა პირმა 550 მილიონი დოლარის ქრთამის სქემაში მონაწილეობა აღიარა – გამოცემა New York Post
ფედერალური სამსახურის კონტრაქტორმა და სამმა ბიზნესმენმა აღიარეს, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფ USAID-თან ერთად 550 მილიონი დოლარის ქრთამის სქემაში მონაწილეობდნენ. სტატიას ამ შინაარსით New York Post-ი ავრცელებს.
სტატიის თანახმად, მერილენდის მკვიდრმა, როდერიკ უოტსონმა USAID-ში მუშაობის დროს 1 მილიონ დოლარზე მეტი ქრთამი აიღო იმისათვის, რათა ორ კომპანიას, Apprio-ს და Vistan-ს, 14 მსხვილი ფედერალური კონტრაქტი გაეფორმებინა. ამით, როგორც გამოცემა წერს, უოტსონმა საკუთარი თანამდებობა ბოროტად გამოიყენა.
57 წლის უოტსონმა თანამდებობის პირის მოსყიდვის ფაქტი აღიარა. მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სასამართლომ განაჩენი მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა გამოიტანოს.
-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ კომპანია Vistan-ის მფლობელი უოლტერ ბარნსი და Apprio-ს ხელმძღვანელი დარილ ბრიტი ქვეკონტრაქტორს, პოლ იანგს იყენებდნენ, როგორც შუამავალს. სამივე მათგანმა თანამდებობის პირის მოსყიდვის ფაქტი აღიარა. ბარნსმა ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული თაღლითობაც აღიარა.
როგორც გამოცემა წერს, ბოროტმოქმედები თაღლითური სქემით 2013 წლიდან მუშაობდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

: როდესაც ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატობის ნაცვლად ევროპული პერსპექტივა მიანიჭა, მავანნი იქაც და აქაც იმედოვნებდნენ, რომ ქვეყნის 80-85% პროევროპული მოსახლეობა ქუჩაში იშხუვლებდა და ხელისუფლებას დაამხობდა. რამდენიც გამოვიდა კი ნახეთ, და შედეგიც – “0”

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და მწვანე ენერგეტიკული დერეფნის ინიციატივა არამხოლოდ აძლიერებს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, არამედ ახდენს რეგიონის პოზიციონირებას, როგორც ევროპისათვის სუფთა ენერგიის სტრატეგიული მიმწოდებლის – კავკასიაში EBRD – ის რეგიონული დირექტორი

EBRD ასევე უჭერს მხარს კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებს, რათა მრავალფეროვანი დაფინანსების წყაროები ჩამოყალიბდეს ქვეყნის შიგნით და გაიზარდოს გრძელვადიანი ლარის დაფინანსების ხელმისაწვდომობა