USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში – ენერგეტიკული საპილოტე პროექტების კონკურსს აცხადებს კერძო სექტორისთვის

USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში – ენერგეტიკული საპილოტე პროექტების კონკურსს აცხადებს კერძო სექტორისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას USAID ავრცელებს.
მათივე ცნობით, განაცხადების კონკურსი ცხადდება საქართველოში USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში.
„USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში ხელს უწყობს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებას შემდეგი გზებით: (i) ეფექტიანი გრძელვადიანი პოლიტიკის შემუშავება და მმართველობა; (ii) კერძო სექტორის ინვესტიციების წილის გაზრდა ადგილობრივი განახლებადი ენერგიის წარმოებაში (მათ შორის ქარის, მზის და ჰიდროენერგეტიკის ჩათვლით); (iii) საქართველოს ინსტიტუციების შესაძლებლობების განვითარება შიდა ენერგეტიკული ბაზრების ეფექტიანი და მდგრადი მართვისთვის; და (v) კიბერსაფრთხეების მიმართ ენერგეტიკის სექტორის მდგრადობის გაუმჯობესება.
პროგრამა, კონკურსის საშუალებით მიმდინარე წელს შეარჩევს 9 ენერგეტიკული საპილოტე პროექტის განაცხადს და განახორციელებს კერძო სექტორთან თანამშრომლობით.
ენერგეტიკული საპილოტე პროექტის არეალი უნდა აკმაყოფილებდეს პროგრამის ძირითად მიმართულებებს, როგორებიცაა ენერგოეფექტურობა, მოთხოვნის და ენერგიის მართვის სისტემები და დივერსიფიცირებული, მდგრადი, განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება
კერძო სექტორის ჩართულობით, პროგრამა შეარჩევს და დახმარებას გაუწევს იმ საპილოტე პროექტების განხორციელებას საქართველოს მასშტაბით, რომლებიც ხელს შეუწყობენ მცირე და საშუალო ზომის მეწარმეებს ადგილობრივი განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებით და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვით შეამცირონ წარმოების ხარჯები.
პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია უზრუნველყოფილ იქნას ტექნიკური საკონსულტაციო ან/და მატერიალური მხარდაჭერა შერჩეული პროექტებისთვის.
კერძო სექტორთან მჭიდრო პარტნიორობის მეშვეობით, პროგრამა წაახალისებს უფრო ეფექტურ და მდგრად გადაწყვეტებს ენერგეტიკულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების ხარისხის ამაღლებას.
პროგრამის მატერიალური თანამონაწილეობა თითეულ საპილოტე პროექტის შემთხვევაში არ არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი ინვესტიციის 50 %-ს, რომელიც თანხობრივად არ უნდა იყოს 100 000 დოლარზე მეტი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 7 დეკემბერი.
განცხადების ბმული:“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით კირკიტაძე – სააკაშვილმა თქვა, რომ ქართველების ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა მიმტევებლობა და საშუალების მიცემა ადამიანებისთვის, რომ ემსახურონ თავიანთ ქვეყანას, ამ პრინციპით არის შედგენილი სია

Edison Research – დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 32% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 20% -„ერთიანობა- ნაციონალურ მოძრაობას“, 11,9%-11,9% – კოალიციას „ცვლილებებისთვის“ და გახარიას პარტიას, 9,9% – „ძლიერ საქართველოს“