USAID-ის დაფინანსება არ ხმარდებოდა საქველმოქმედო მიზნებს, ის ხმარდებოდა ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში რევოლუციების მოწყობას – კობახიძე

USAID-ის დაფინანსება არ ხმარდებოდა რეალურ მიზანს, ერთგვარ საქველმოქმედო მიზნებს, ეს ყველაფერი ხმარდებოდა ამა თუ იმ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოზეა კონკრეტულად საუბარი, რევოლუციების მოწყობას, არეულობის შემოტანას, ქვეყნის არევას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ ყაზახეთში ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, დღეს -ის ხელისუფლება საუბრობს ოფიციალურად იმაზე, რაზეც საქართველოს ხელისუფლება საუბრობდა 2023 წლის გაზაფხულზე.
„რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით 2023 წლის გაზაფხულზე, შემდეგ უკვე შარშან გაზაფხულზე, იმაზე დღეს საუბრობს უკვე ოფიციალურად აშშ-ის ხელისუფლება. საუბარია იმაზე, რომ USAID-ის დაფინანსება არ ხმარდებოდა რეალურ მიზანს, ერთგვარ საქველმოქმედო მიზნებს, ეს ყველაფერი ხმარდებოდა ამა თუ იმ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოზეა კონკრეტულად საუბარი, რევოლუციების მოწყობას, არეულობის შემოტანას, ქვეყნის არევას და ა.შ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს სჭირდება დამატებითი ჩაძიება. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ სამი თვით შეჩერდა USAID-ის დაფინანსება. ჩვენთვის მთავარია, რომ ეს ასე დარჩეს. ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ USAID-მა აღარასდროს სცადოს ჩვენს ქვეყანაში ვითარების არევა, აღარასდროს სცადოს, მაგალითად, პარალელური დათვლის შედეგების გაყალბება, ასევე რევოლუციური პროცესების პირდაპირი მხარდაჭერა და ა.შ. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ სამთვიანი შეჩერების მექანიზმი ბოლომდე დარჩება ძალაში“, – განაცხადა პრემიერმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.