USAID -ის სახელმწიფო დეპარტამენტს დაექვემდებარება – CBS News

აშშ-ის სააგენტო საერთაშორისო განვითარებისთვის – USAID – სახელმწიფო დეპარტამენტს დაექვემდებარება და სამუშაო ძალას მნიშვნელოვნად შეამცირებს, თუმცა ჰუმანიტარულ ფუნქციას კვლავ შეინარჩუნებს – ამის შესახებ ინფორმაციას CBS News ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ჯერ კიდევ მიმდინარეობს დისკუსია დაფინანსების შემცირების შესახებ.
დონალდ ტრამპმა USAID-ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო დანიშნა. მანამდე, კონგრესისთვის გაგზავნილ წერილში რუბიო აღნიშნავდა, რომ სახდეპის საგარეო დახმარების დირექტორი, პიტერ მაროკო, USAID-ში დირექტორის მოადგილის პოსტს დაიკავებს დაა “დაიწყებს USAID-ის აქტივობის გადახედვასა და პოტენციურ რეორგანიზაციას, ეფექტიანობის გაზრდის მიზნით”.
USAID-ისა და სახდეპის განვითარება სამართლებრივ კითხვებს ბადებს. USAID 1961 წელს, კონგრესის აქტით დაფუძნდა, შესაბამისად, პრეზიდენტს მის გასაუქმებლად ასევე კონგრესის თანხმობა სჭირდება.
USAID ჰუმანიტარულ, უსაფრთხოებისა და განვითარების პროგრამებს 120 ქვეყანაში ავითარებს. ამასთან, საგარეო დახმარება -ის ფედერალური ბიუჯეტის 1%-ით ფინანსდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ტაბულას რამდენიმე ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა, რომ კვირას, 22 მარტს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე ჩამოსვლას გეგმავს მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი და ეს რუსული დელეგაციისთვის პრობლემაა

ადვოკატი – „ქართული ოცნება“ სასამართლოზე აგრძელებს წნეხს, რისი ნათელი მაგალითიც არის შალვა პაპუაშვილის განცხადება, რაც ადასტურებს ხელისუფლების მხრიდან ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური ნიშნით ხანგრძლივი პატიმრობის განზრახვას

მსოფლიო პატრიარქი – საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნა – მისი ხანგრძლივი და დალოცვილი პატრიარქობის პერიოდში უნიკალურად განმტკიცდა საქართველოს ეკლესიის ურთიერთობა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან