USAID-მა უკრაინაში ყველა პროექტის შეჩერების ბრძანება მიიღო – უკრაინული მედია

USAID-მა ში ყველა პროექტის შეჩერების ბრძანება მიიღო – უკრაინული მედია
-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაევალა, უკრაინაში ყველა პროექტი შეაჩეროს, მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უცხოური დახმარების პროგრამების, აუდიტის მიზნით 90 დღით შეჩერების ბრძანება გასცა.
ამის შესახებ უკრაინული მედია Суспільне კიევში USAID-ის ოფისის თანამშრომელზე დაყრდნობით წერს.
USAID უკრაინაში სკოლების აღდგენას, სამედიცინო სერვისების მიწოდებას და კრიტიკული ენერგეტიკული სისტემების შეკეთებას აფინანსებს.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ გამოსცა ბრძანება, რომელიც 90 დღით აჩერებს უცხოური დახმარების პროგრამების უმეტესობის დაფინანსებას, მათ შორის უკრაინის მხარდაჭერას. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ განმარტავს ამერიკული მხრიდან სთვის დახმარების შესახებ განკარგულების შედეგებს.
მაია სანდუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, უკრაინის პრეზიდენტმა მ დაადასტურა, რომ შეერთებულ შტატებს უკრაინის სამხედრო დახმარება არ გაუჩერებია.
პრეზიდენტობის პირველ დღეს, ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აჩერებს საგარეო დახმარების ყველა პროგრამას 90 დღით, რათა დადგინდეს, აკმაყოფილებს თუ არა ისინი მის პოლიტიკურ მიზნებს.

ასევე დაგაინტერესებთ

„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო და ამბიციური მიზანი – 2030 წლისთვის საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა“ – ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს

„ჩვენ მივესალმებით უნგრეთის მხარის მზადყოფნას, გამოყოს დარგობრივი ექსპერტი, რომელიც მხარს დაუჭერს სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროში ევროინტეგრაციის მოთხოვნების შესრულების პროცესში“ – დავით სონღულაშვილი