Universal და Nvidia ახალი პარტნიორობით უხარისხო -კონტენტს უპირისპირდებიან

Universal Music Group-მა ხელი მოაწერა მორიგ საკამათო შეთანხმებას მსხვილ მუსიკალურ ლეიბლებსა და ს კომპანიებს შორის, ამჯერად პარტნიორობა გააფორმა ჩიპების მწარმოებელ ტექნოლოგიურ გიგანტთან, Nvidia-სთან. შეთანხმების ფარგლებში Universal საკუთარ უზარმაზარ მუსიკალურ კატალოგს უხსნის მსოფლიოში ყველაზე ღირებულ კომპანიას: Nvidia თავისი ინფრასტრუქტურის გამოყენებით შეიმუშავებს მუსიკის შექმნის, აღმოჩენისა და მასთან ჩართულობის ახალ გზებს, თანაც არტისტებისა და უფლებების მფლობელების დაცვით, როგორც ამას პრესრელიზი ამბობს.
პარტნიორობის ცენტრალური ელემენტია Nvidia-ს დიდი აუდიო-ენოვანი მოდელი Music Flamingo, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ განავითაროს სიმღერების “ადამიანის მსგავსი გაგება” და გაითვალისწინოს ჰარმონია, სტრუქტურა, ტემბრი, ტექსტი და კულტურული კონტექსტი, ნათქვამია Nvidia-ს კვლევით მიმოხილვაში. პრესრელიზის მიხედვით, მოდელის უნარი, გააანალიზოს ემოციური ნარატივი და კულტურული რეზონანსი, გაამდიდრებს მუსიკის აღმოჩენის გამოცდილებას (თუმცა ადამიანებით დაკომპლექტებული პლატფორმებიც, საკუთარი ემოციებითა და კულტურებით, ამაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ).
სიმღერების ავტომატური გენერაცია ნაკლებად არის ხაზგასმული, თუმცა Universal Music Group და Nvidia აცხადებენ, რომ შექმნიან “არტისტების ინკუბატორს”, სადაც რეალური არტისტები, სიმღერების ავტორები და პროდიუსერები ერთობლივად დააპროექტებენ და გამოცდიან ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ინსტრუმენტებს. კომპანიების განმარტებით, ინიციატივა მიზნად ისახავს დაუპირისპირდეს AI Slop-ს, ანუ ს მიერ მასობრივად გენერირებულ, შაბლონურ და დაბალი ხარისხის კონტენტს, რომელსაც აკლია ადამიანის შემოქმედებითი ხედვა და ინდივიდუალური ხმა.
UMG-ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა ლუსიან გრენჯმა თქვა, რომ Nvidia დაიცავს და პატივს სცემს საავტორო უფლებებსა და ადამიანის შემოქმედებას. Nvidia-ს მედიის მიმართულების ვიცე-პრეზიდენტმა და გენერალურმა მენეჯერმა რიჩარდ კერისმა ამ განცხადებას დაამატა: “ჩვენ შევდივართ ეპოქაში, სადაც მუსიკალურ კატალოგთან ურთიერთობა შესაძლებელია, როგორც ჭკვიან სისტემასთან: კითხვებზე პასუხის გაცემით, კონტექსტის გათვალისწინებით და რეალური ინტერაქციით”.
ეს შეთანხმება პირდაპირ არ ცვლის Spotify-ისა და სხვა სტრიმინგპლატფორმების როლს, თუმცა აძლიერებს მსხვილი ლეიბლების კონტროლს მუსიკალურ კატალოგებზე და აჩვენებს, რომ მომავალში პლატფორმები უფრო მეტად იქნებიან დამოკიდებული არა მხოლოდ დისტრიბუციაზე, არამედ იმაზე, თუ ვინ ფლობს და როგორ იყენებს მუსიკის “ჭკვიან” ანალიზს.
· გადახედვა კინო Avengers: Doomsday-ის ახალი თიზერი ორიგინალ X-Men-თან ერთად Avengers: Doomsday-ის ახალი თიზერი ორიგინალ X-Men-თან ერთად
· გადახედვა შოუ-ბიზნესი Avatar: Fire and Ash-ის შემოსავალმა 1 მილიარდს გადააჭარბა Avatar: Fire and Ash-ის შემოსავალმა 1 მილიარდს გადააჭარბა
· გადახედვა კულტურა Critics Choice Awards-ის შავი ხალიჩა და 13 გამორჩეული ლუქი Critics Choice Awards-ის შავი ხალიჩა და 13 გამორჩეული ლუქი
· გადახედვა საზოგადოება ზენონ იარჯული: თუ ადამიანთა ჩაგვრაზე თვალს ხუჭავ და მით უფრო უარესი, სადღაც გულის სიღრმეში ამბობ: იმსახურებენ, რა ფასი აქვს შენ სიტყვას ზენონ იარჯული: თუ ადამიანთა ჩაგვრაზე თვალს ხუჭავ და მით უფრო უარესი, სადღაც გულის სიღრმეში ამბობ: იმსახურებენ, რა ფასი აქვს შენ სიტყვას
· გადახედვა ტელევიზია სერიალები, რომლებიც 2026 წელს დასრულდება სერიალები, რომლებიც 2026 წელს დასრულდება