UniCredit-მა პირველ კვარტალში წმინდა მოგება რეკორდულ მაქსიმუმამდე გაზარდა
იტალიურმა ბანკმა UniCredit SpA-მ 2025 წლის პირველ კვარტალში წმინდა მოგება რეკორდულ მაქსიმუმამდე – 8%-ით, ხოლო შემოსავალი 3%-ით გაზარდა.
ბანკის პრესრელიზის თანახმად, იანვარ-მარტში წმინდა მოგებამ 2.77 მილიარდი ევრო შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 2.56 მილიარდ ევროს შეადგენდა.
UniCredit-ის კვარტალური შემოსავალი 6.55 მილიარდ ევრომდე გაიზარდა ერთი წლით ადრე არსებული 6.37 მილიარდი ევროდან.
ანალიტიკოსების კონსენსუსის პროგნოზი, რომელიც თავად ბანკმა წარმოადგინა, 2.33 მილიარდი ევროს წმინდა მოგებას და 6.06 მილიარდ ევროს შემოსავალს ითვალისწინებდა.
ვრცლად interfax–ზე
