UNICEF – ღაზაში ჩვენს ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს

ორგანიზაცია UNICEF-ი აცხადებს, რომ მათ ერთ-ერთ ავტომობილს, რომელიც ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილიდან ჩრდილოეთში გადასვლას ელოდებოდა, ცეცხლი გაუხსნეს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ინციდენტს ს ხელისუფლებასთან განიხილავენ.
„სამწუხაროდ, ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები კვლავ აწყდებიან რისკებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარების მიწოდებისას. თუ ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები არ იქნებიან დაცული, ჰუმანიტარული დახმარება ვერ მიაღწევს იმ ადამიანებამდე, რომლებსაც ის ესაჭიროებათ“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ისრაელის მიერ განხორციელებულ საჰაერო დარტყმას საქველმოქმედო ორგანიზაცია World Central Kitchen-ის 7 თანამშრომელი ემსხვერპლა.

ასევე დაგაინტერესებთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია – მოცემულ შემთხვევაში, დუმილის უფლებას ვიყენებთ

სალომე სამადაშვილი – ასე მოუმზადებლად ამ საკითხის დადება მაგიდაზე არ იყო მიზანშეწონილი, არ მესმის, რატომ დაიძრა – ვფიქრობ, პრეზიდენტს ჰქონდა უფრო პოზიტიური მოლოდინი, ვიდრე შესაძლებელი იყო ობიექტური ვითარებიდან გამომდინარე