Ukrainska Pravda: უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთი-ჩინეთის რკინიგზა ააფეთქა

Ukrainska Pravda-ს ინფორმაციით, -ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის ერთ-ერთ მონაკვეთზე აფეთქების უკან უკრაინის უსაფრთხოების სამსახური დგას. აფეთქება 30 ნოემბრის ღამეს ბურიატიაში ბაიკალი-ამურის რკინიგზაზე, ვლადიმირ ბესოლოვის სახელობის სევერომუისკის გვირაბში მოხდა.
აღნიშნულ ინფორმაციას Ukrainska Pravda უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს მტკიცებით, რკინიგზა, რომელიც გუშინ მ ააფეთქა, რუსეთისა და ჩინეთის მთავარი დამაკავშირებელი ხაზია. გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად რუსეთი ამ რკინიგზას სამხედრო მომარაგებისთვის იყენებს. როგორც ცნობილია, აფეთქების გამო, რუსეთი-ჩინეთის დამაკავშირებელი ბურიატიის რკინიგზა ახლა პარალიზებულია.
“ოთხი ასაფეთქებელი საშუალება აფეთქდა სატვირთო მატარებლის გადაადგილებისას. ახლა FSB შემთხვევის ადგილას მუშაობს და რკინიგზის მუშები წარუმატებლად ცდილობენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თავდასხმის შედეგების მინიმიზებას” – ამბობს ანონიმური წყარო Ukrainska Pravda-სთან.