მედია Ukrainska Pravda-ს ინფორმაციით ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის გაერთიანებული შტაბის მეთაურის, ვალერი ზალუჟნის გვერდის ავლით ჯარის მაღალჩინოსნებთან ურთიერთობს. გამოცემა წყაროებს ეყრდნობა, რომელთა ვინაობას არ ამხელს.
“იცით, ზოგჯერ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ზელენსკის ორი ტიპის შეიარაღებული ძალები ჰყავს. პირველი არიან “კეთილები”, რომელთაც სირსკი და სხვა ფავორიტები მეთაურობენ და “ცუდები”, რომლებიც ზალუჟნის ემორჩილებიან. ეს მეთაურისთვის (ზალუჟნი) დიდი დემოტივაცია და მას ჯარის მართვაში უშლის ხელს”. – წერს გამოცემა ერთ-ერთი წყაროს სიტყვებს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ზელენსკიმ სამხედრო მაღალჩინოსნებთან ზალუჟნის გვერდის ავლით კომუნიკაციის პარალელური ქსელი ჩამოაყალიბა.
ასეთი სახის ურთიერთობა საგრძნობლად აჩქარებს პრეზიდენტის დავალებების შესრულებას, მაგრამ სამაგიეროდ ურთულებს საქმეს მეთაურს. როგორც გამოცემა წერს, ზალუჟნი ხშირად რაღაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შესახებ შტაბის შეხვედრებზე, დაგვიანებით იღებს.