UK-ში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.
ინგლისის, უელსის, შოტლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის 650 ოლქში საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა და 22:00 საათზე დაიხურება.
ამომრჩევლები თითოეულ ოლქში ირჩევენ პარლამენტის წევრს, რომელიც წარმოადგენს მათ თემთა პალატაში. კანდიდატების უმეტესობა ეკუთვნის კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, თუმცა ზოგიერთი მათგანი დამოუკიდებელიცაა.
არჩევნებში მონაწილე პარტიები არიან:
· ლეიბორისტული პარტია
· კონსერვატიული პარტია
· ლიბერალ-დემოკრატები
· შოტლანდიის ნაციონალური პარტია
· მწვანეთა პარტია
· Reform UK (რეფორმა დიდი ბრიტანეთი)
· Sinn Féin (ირლანდიის რესპუბლიკური პარტია)
· დემოკრატიულ იუნიონისტური პარტია
· Plaid Cymru (უელსის მემარცხენე ნაციონალისტური პარტია)
თემთა პალატაში 650 ადგილია, შესაბამისად უმრავლესობის მოსაპოვებლად პარტიას 326 ადგილის მოპოვება სჭირდება.
ყველაზე მეტი მანდატის მქონე პარტია ჩვეულებრივ აყალიბებს მომავალ მთავრობას და მისი ლიდერი, როგორც წესი, ხდება პრემიერ-მინისტრი. ხოლო იმ პარტიის ლიდერი, რომელსაც მანდატების რაოდენობით მეორე ადგილი აქვს, ჩვეულებრივ ხდება ოპოზიციის ლიდერი.
YouGov-ის წინასწარი გამოკითხვით, პირველ ადგილზე ლეიბორისტული პარტიაა 39%-ით, მეორე ადგილზეა კონსერვატიული პარტია 22%-ით და მესამეზე Reform UK 15%-ით.
რაც შეეხებათ ამ პარტიების ლიდერებს, კონსერვატიული პარტიის ლიდერია დიდი ბრიტანეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი .
ლეიბორისტულ პარტიას კირ სტარმერი ხელმძღვანელობს, რომელიც ოპოზიციის ლიდერიცაა 2020 წლის აპრილიდან.
ხოლო Reform UK-ის ლიდერია ნეიჯელ ფარაჯი, ყოფილი ევროპარლამენტარი, რომელიც ერთ-ერთი ინიციატორია Brexit-ის (დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის). ნაიჯელ ფარაჯს მედია -ის ყოფილი პრეზიდენტის და ამჟამად საპრეზიდენტო კანდიდატის, ს მეგობრად მოიხსენიებს. ფარაჯი აქამდე დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი არასდროს ყოფილა, თუმცა არჩევნების შემდეგ, სავარაუდოდ, ის გაერთიანებული პარლამენტში მოხვდება.
როგორც POLITICO წერს, თუ წინასწარი გამოკითხვები გამართლდება, 4 ივლისი ისტორიაში შევა დღედ, როცა დიდი ბრიტანეთის მმართველმა პარტიამ ყველაზე მძიმე საარჩევნო მარცხი განიცადა.
ბოლო 14 წელია დიდ ბრიტანეთს კონსერვატორები მართავენ. თუმცა, როგორც Guardian წერს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, გამოკითხვები თანმიმდევრულად მიუთითებდა ლეიბორისტების აშკარა გამარჯვებაზე, რომლებიც გაერთიანებული სამეფოს მმართველობის სადავეებს 2010 წელს ჩამოშორდნენ.
მიუხედავად ამისა პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მაისში დანიშნა. როგორც მედიაში იწერება, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ კონსერვატორებს სურდათ ეკონომიკაში არსებული პოზიტიური ვითარებით ესარგებლათ.