UK-მ -ს ირანულ სამიზნეებზე თავდაცვითი იერიშებისთვის ბაზების გამოყენების ნება დართო

USAFE-AFAFRICA Public Affairs20 მარტს გაერთიანებულმა სამეფომ -ს ბრიტანეთში საკუთარი სამხედრო ბაზების გამოყენების უფლება მისცა იმ ირანულ სარაკეტო ობიექტებზე იერიშების მისატანად, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს ესხმიან.
მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ბრიტანელმა მინისტრებმა პარასკევს შეხვედრა გამართეს ირანთან ომისა და ჰორმუზის სრუტის საკითხების განსახილველად.
“მათ დაადასტურეს, რომ აშშ-სთან შეთანხმება კოლექტიური თავდაცვის ფარგლებში გაერთიანებული სამეფოს ბაზების გამოყენებასთან დაკავშირებით მოიცავს აშშ-ს თავდაცვით ოპერაციებს, რათა დეგრადირდეს სარაკეტო ობიექტები და ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასასხმელად გამოყენებული შესაძლებლობები.” – წერია განცხადებაში.
პრემიერმინისტრმა კირ სტარმერმა მიმდინარე კვირაში განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო ირანის გამო ომში არ ჩაერთვებოდა და თავდაპირველად მან უარყო აშშ-ს მოთხოვნა ირანზე იერიშებისთვის ბრიტანული ბაზების გამოყენებასთან დაკავშირებით, რადგან, სტარმერის თქმით, მას ესაჭიროებოდა, დარწმუნებულიყო, რომ სამხედრო მოქმედება სამართლებრივი იყო.
თუმცა, სტარმერმა პოზიცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც ირანმა ახლო აღმოსავლეთში ბრიტანეთის მოკავშირეებზე იერიშები მიიტანა. მან განაცხადა, რომ აშშ-ს შეძლებდა ფეარფორდისა და დიეგო გარსიას ბაზების გამოყენებას.