UK-ის თავდაცვის მინისტრი დანიშვნიდან 48 საათში უკრაინაში ჩავიდა და დახმარების ახალი პაკეტი დაანონსა

დიდი ბრიტანეთის ახალი თავდაცვის მინისტრი ჯონ ჰილი თანამდებობაზე დანიშვნიდან 48 საათზე ნაკლებ დროში ში ჩავიდა და პრეზიდენტ ზელენსკის დახმარების ახალი პაკეტი გააცნო.
როგორც ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, ჰილი ოდესაში ჩავიდა, შემდეგ კი ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან ერთად სთან შეხვედრა გამართა.
დახმარების პაკეტი, რომელიც ბრიტანეთის ახალმა თავდაცვის მინისტრმა ზელენსკის წარუდგინა მოიცავს 100-მდე ერთეულ საარტილერიო იარაღს, საბრძოლო ტექნიკას და ჭურვების მარაგებს.
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ზელენსკის უთხრა, რომ მიუხედავად მთავრობის ცვლილებისა, ბრიტანეთი უკრაინის დასახმარებლად ერთიანია:
„მე, როგორც ახალი თავდაცვის მდივანი, უზრუნველვყოფ ბრიტანეთის დახმარების გაძლიერებას. ჩვენი მთავრობა ურყევია ამ კუთხით და გავაგრძელებთ სამხედრო დახმარების გაწევას და ვიდგებით უკრაინელი მეგობრების მხარდამხარ, რამდენ ხანსაც იქნება საჭირო,“ — თქვა ჰილიმ.
ჰილის მიერ დაანონსებული დახმარების პაკეტი მოიცავს:
· 250 000-მდე ერთეულ 50 კალიბრის ტყვიებს;
· 90 ერთეულ Brimstone-ის ჭურვს;
· 50 ცალ მცირე ზომის სამხედრო ნავს;
· 40 ერთეულ გამნაღმველ მანქანას;
· 10 ერთეულ AS-90 ტიპის საარტილერიო იარაღს;
· 60 ბულდოზეს თავდაცვითი პოზიციების აგებისთვის;
· წარსულში გადაცემული AS-90-ს ფუნქციონირებისთვის საჭირო სათადარიგო ნაწილები.
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ასევე მიმართა უფლებამოსილ პირებს, დროულად უზრუნველყონ აღნიშნული დახმარების უკრაინისთვის გადაცემა და მაქსიმალურ ვადად 100 დღე განუსაზღვრა.
ბრიტანეთის მთავრობა აღნიშნავს, რომ მიმდინარე წლის აპრილში ლონდონმა უკრაინისთვის დახმარების ფართომასშტაბიანი პაკეტის გადაცემა დააანონსა, რაც კვლავ ძალაშია და შემჭიდროებულ ვადებში კიევს გადაეცემა. ამასთან, მთავრობაში აღნიშნავენ, რომ ომის დაწყებიდან დღემდე ბრიტანეთმა უკრაინას 7.6 მილიარდი ფუნტის დახმარება გაუწია.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიას შევთავაზე, რადგან წარსულის კონფლიქტიდან მოვდივართ, ხომ არ ჯობია ჩვენ არ ვიყოთ სიაში და ახალგაზრდებს დავუჭიროთ მხარი – შეიძლება ჩათვალა, რომ ეს იწვევდა მისი პოლიტიკიდან ჩამოშორებას, რაც ასე არ არის