საქართველოს უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ქართული ოცნება მიზნად ისახავს უნივერსიტეტის დისკრედიტაციას და კერძო საკუთრების ხელყოფას.
განცხადების მიხედვით, “საქართველოს უნივერსიტეტი მორალურად და სამართლებრივად იმდენად მყარად დგას, რომ მათი მიზანი მიუღწევადია”.
“ქვეყნის თავისუფალ მომავალზე მორიგი ცილისმწამებლური თავდასხმის მცდელობა ვიხილეთ გუშინ, ქართული ოცნების საგამოძიებო კომისიის მიმდინარეობისას. ამას განვიხილავთ, როგორც შეტევას სრულიად განათლების სისტემაზე, რომლის პოზიტიურ ტრანსფორმაციასაც ზღვა ენერგია და უამრავი ადამიანის ძალისხმევა დასჭირდა.
სამწუხაროა, რომ ამ პროცესში ქართულ ოცნებას დასახული მიზნის მისაღწევად ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი უმაგრებს ზურგს. მისი თანამონაწილეობა ამ საქმეში და წარმატებული კონკურენტის განადგურების სურვილი, პირველ რიგში, სწორედ საკუთარ უნივერსიტეტს, მის პროფესურასა და სტუდენტებს აყენებს ჩრდილს.
