The Guardian წერს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ, UEFA-მ რუსულ კლუბებს ე.წ. “სოლიდარობის ფონდიდან” 10,8 მილიონი ევრო ჩაურიცხა.
ამ თანხებს იღებენ ის გუნდები, რომლებიც ევროპულ ტურნირებზე მოხვედრას ვერ ახერხებენ და ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ცნობით, ეს ფონდი შექმნილია ევროპის უმაღლეს დივიზიონებში კონკურენტული ბალანსის შესანარჩუნებლად.
აკრძალვის მიუხედავად, UEFA-მ 2022-23 წლებში რუსეთის საფეხბურთო ასოციაციას სოლიდარობის სახით 3,305,000 ევრო გადაუხადა, 2023-24 წლებში კიდევ 3,381,000 ევრო, ხოლო 2024-25 წლების სეზონისთვის – 4,224,000 ევრო.
საინტერესოა, რომ ხუთმა უკრაინულმა გუნდმა “ჩენომორეცმა”, “რეალ ფარმამ”, რომლებიც ოდესაში არიან დაფუძნებული, ზაპოროჟიეს წარმომადგენელმა IFC Metalurg-მა, FSC Phoenix Mariupol-მა ოკუპირებული სამხრეთ პორტის ქალაქიდან და მეტალისტი 1925″- მა ხარკოვიდან 2023/24 და 2024/25-წლებში ეს გადახდები ვერ მიიღეს და ამის შესახებ ევროპული ფეხბურთის მმართთველი ორგანოს პრეზიდენტ ალექსანდრ ჩეფერინს მისწერეს.
“ეროვნულ ასოციაციასთან და UEFA-ს ოფიციალურ პირებთან ჩვენი კომუნიკაციის შედეგად, ჩვენ გვაცნობეს, რომ ზემოაღნიშნული გადახდების დაბრკოლებას წარმოადგენს შვეიცარიაში არსებული ბანკის სრულიად გაურკვეველი მოთხოვნები, რომლებიც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია საფეხბურთო კლუბების “საომარ ზონაში” მდებარე გეოგრაფიულ მდებარეობასთან.
ჩვენ არ მიგვიღია უფრო დეტალური ინფორმაცია ან რაიმე სამართლებრივი დასაბუთება გადახდების ამ შეზღუდვებთან დაკავშირებით. “სამხედრო ოპერაციების ზონასთან” დაკავშირებით გამოყენებული ფორმულირება ჩვენთვის სრულიად გაუგებარია და არ შეესაბამება რეალობას.
“სამხედრო ოპერაციების ზონა”, უფრო სწორად, რუსეთის სამხედრო აგრესიის ზონა, არ არის ჩვენი ქვეყნის კონკრეტული რეგიონი, არამედ მთელი უკრაინა”, – ნათქვამია უკრაინული კლუბების დირექტორების გავრცელებულ წერილში.
ჩეფერინისადმი გაგზავნილ წერილში ნათქვამია: “ბევრი ერთგული უკრაინელი ფეხბურთის გულშემატკივარი ომის პირველივე დღეებიდან ფრონტზე წავიდა. სამწუხაროდ, ბევრი მათგანი ვერასდროს შეძლებს სტადიონზე თავისი გუნდების მხარდაჭერას, რადგან ისინი საყვარელი ადამიანების სახელებითა და საყვარელი გუნდის სახელით დაიღუპნენ.
ამიტომ, ჩვენი ქვეყნისთვის ამ რთულ დროს, ნებისმიერი დამატებითი ფინანსური დახმარება და მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, დაეხმარება კლუბებს ფინანსური ხარჯების ტვირთის შემსუბუქებაში, რომელიც, როგორც ზემოთ აღინიშნა, სამხედრო აგრესიის გარემოებების გამო, შესაძლო შემოსავლებით ვერ დაბალანსდება”.
UEFA-ს წარმომადგენელმა თავდაპირველად განაცხადა, რომ ისინი განცხადებას გააკეთებდნენ გადახდების მოხსნის შესახებ, თუმცა შემდეგ პასუხი არ გაუცია.
· ბატონ ბიძინას ბატონო ბიძინა ესეთი რამ შეგაზიზღა ფეხბურთი თქვენ რო მოხვედით ჩვვენი ჩემპიონატი იყო 30-ეულში და დღეს არის ბოლო ადგილზე 55-ადგილზე.. ნაკრების წარმატება არავითარი თქვენი ფედერაციის დამსახურებ ეს ყველაფერი კაი თაობის დამსახურებააა!!სანამ თქვენ იქნებით მთავრობაში ვერასდროს გავალთ ევრო თასებზე!!!!
· რუსეთს იმდენი ფული აქ!! ეგ არ ვიცი მაგრამ ფაქტია რომ არც რუსეთს და კიდევ ზოგიერთ ქვეყანაში ტალანტები არ ეზრდება და არაფერს აკეთებენ ფეხბურთისთვის .. საქართველო შორს არაა
· სლავა უკრაინი ჯობდა ეს ფული უკრაინისთვის ჩაერიცხა
კრიშტიანო რონალდო 2025 წლის “ოქროს ბურთის” ნომინანტებს შორის არყოფნას გამოეხმაურა
