Uber-ი ნიდერლანდებში €290 მილიონით დაჯარიმდა

ტაქსის გამოძახების კომპანია Uber ნიდერლანდებში €290 მილიონით დაჯარიმდა – როგორც ჰოლანდიის მონაცემთა დაცვის სააგენტო (DPA) აცხადებს, მიზეზი Uber-ის მიერ ევროპელი მძღოლების პერსონალური ინფორმაციის -ში გადაგზავნაა, რაც ევროკავშირის კანონთან თანხვედრაში არ არის.
უწყების ინფორმაციით, Uber-მა უკვე შეწყვიტა აღნიშნული ქმედება.
“Uber-მა ტაქსის ევროპელი მძღოლების პერსონალური მონაცემები ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაგზავნა და მათი სათანადო დაცვა ვერ უზრუნველყო. აღნიშნული ქმედება “მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის” (GDPR) უხეში დარღვევაა”, – ნათქვამია DPA-ის განცხადებაში.
Reuters-ის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება ფრანგი მძღოლების საჩივრის საფუძველზე დაიწყო.
თავად კომპანიაში აცხადებენ, რომ დაკისრებული ჯარიმა ჩადენილი დანაშაულის შეუსაბამოა და Uber-ი სააგენტოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
“ეს არასწორი გადაწყვეტილება და უზარმაზარი ჯარიმა სრულიად გაუმართლებელია. Uber-ის მონაცემთა ტრანსსასაზღვრო გადაცემის პროცესი სრულად შეესაბამებოდა GDPR-ს EU-სა და ევროკავშირს შორის არსებული სამწლიანი გაურკვევლობის პერიოდში. ჩვენ გავასაჩივრებთ და დარწმუნებულები ვართ, საღი აზრი გაიმარჯვებს”, – განუცხადა Uber-ის წარმომადგენელმა Reuters-ს.