Uber–ი, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რობოტაქსის სერვისებს, ჩინურ WeRide-თან პარტნიორობით უზრუნველყოფს

Uber–ი, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რობოტაქსის სერვისებს, ჩინურ WeRide-თან პარტნიორობით უზრუნველყოფს
Uber Technologies Inc. აერთიანებს ძალებს ჩინურ WeRide Inc.-თან, რომელთანაც პარტნიორობით იგი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში თავის მომხმარებლებს რობოტაქსის გამოძახების შესაძლებლობას მისცემს.
Uber-ის აპლიკაციის მომხმარებლები არაბეთა გაერთიანებულ საამიროებში შეძლებენ დაიწყონ რობოტაქსით მგზავრობის შეკვეთა წელს, ნათქვამია ორი კომპანიის ერთობლივ განცხადებაში.
Uber-მა ხელი მოაწერა რიგი ხელშეკრულებები თვითმართვადი მანქანების დეველოპერებთან, მათ შორის Alphabet Inc.-ის Waymo-სთან და General Motors Co.-ის Cruise LLC-თან, რადგან ის ცდილობს პოზიციონირდეს როგორც პლატფორმა ამ ტექნოლოგიის კომერციალიზაციისთვის.
ჩინურმა სტარტაპმა WeRide-მა მიიღო ლიცენზია თვითმართვადი მანქანებისთვის არაბეთა გაერთიანებულ საამიროებში 2023 წლის ივლისში და მართავს უმსხვილეს რობოტაქსის ფლოტს ქვეყანაში.
interfax

ასევე დაგაინტერესებთ