Uber თავის პლატფორმაზე ლონდონის შავ საკულტო ტაქსებს დაამატებს

Uber თავის პლატფორმაზე ლონდონის შავ საკულტო ტაქსებს დაამატებს
მომავალი წლიდან Uber თავის პლატფორმაზე ლონდონის შავ ტაქსებს დაამატებს. სამგზავრო კომპანიის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მიუთითებს დრამატულ ცვლილებაზე ბრიტანეთის დედაქალაქის საკულტო ტაქსის მძღოლებთან ურთიერთობაში.
ლონდონის შავი ტაქსების მძღოლები, რომლებიც როგორც წესი, მუშაობის დაწყებამდე აბარებენ ტესტს სახელწოდებით „ცოდნა“ და ქალაქის შიგნით ათასობით მარშრუტს იმახსოვრებენ, ბოლო წლების განმავლობაში, არაერთხელ გაიფიცნენ და პროტესტი გამოხატეს მგზავრობის სერვისის წინააღმდეგ.
ისინი ამტკიცებდნენ, რომ Uber-ის აპლიკაციებზე დაფუძნებული შეკვეთა და მოთხოვნაზე მგრძნობიარე ფასები საფრთხეს უქმნიდა მათ საარსებო წყაროს.
შავი კები ლონდონის ერთადერთი სატრანსპორტო საშუალებაა, რომელსაც შეუძლია მგზავრების აყვანა ქუჩიდან. ასევე, შესაძლებელია მათი დაჯავშნა სხვა აპლიკაციების საშუალებით.
ახალი სერვისი კი, რომელიც 2024 წლის დასაწყისში გაეშვება, ორ მხარეს შორის დაძაბულობის თითქმის ათწლეულს დაასრულებს. მათ შორის, შავი კების მძღოლების წარუმატებელ იურიდიულ გამოწვევას, რაც 2019 წელს Uber-ის ლონდონის საოპერაციო ლიცენზიის წინააღმდეგ წამოიწყეს.
ახალი შეთანხმების თანახმად, შავი კების მძღოლებს Uber-ზე მუშაობას შესთავაზებენ წინასწარ განსაზღვრული ფასების დიაპაზონით. მათ შეუძლიათ წინადადებას ინდივიდუალურად დაეთანხმონ, ან უარი თქვან. დათანხმების შემთხვევაში, პირველი 6 თვის განმავლობაში Uber მძღოლებს საკომისიოს არ დააკისრებს.
მაისში Uber-მა განაცხადა, რომ ხედავს ევროპელი ტაქსის მძღოლების ნაკადს, რომლებიც მის პლატფორმას უერთდებიან. მის უდიდეს ბაზრებს კონტინენტზე ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და ესპანეთი წარმოადგენენ.
bp.ge