U23. ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატი ზედიზე მეორედ მოიგეს

კიშინიოვში ევროპის ჩემპიონატზე 23-წლამდე ძიუდოისტთა შორის, შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრები ზედიზედ მეორედ გახდა გამარჯვებული.
საქართველოს ნაკრებმა მეოთხედფინალში რუმინეთს (4:2), ნახევარფინალში თურქეთს (4:1), ფინალში კი საფრანგეთს (4:3) სძლია. გადამწყვეტი გამარჯვება იპონით გიორგი ტერაშვილმა მოიპოვა.
ჩვენმა გუნდმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა: ნინო ლოლაძე (57 კგ), ნინო წიკლაური (70 კგ), ლიზი ქვარცხაცა (+70 კგ), გიორგი ტერაშვილი (73 კგ), გიორგი ჯაბნიაშვილი (90 კგ), შალვა გურეშიძე (+90 კგ).
ინდივიდუალურ ტურნირზე გიორგი ჯაბნიაშვილმა ოქროს, მათე გოგობერიშვილმა და მათე ბერუაშვილმა ვერცხლის, ხოლო კოტე კაპანაძემ, შალვა გურეშიძემ და ნინო ლოლაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
იაპონიაში 13 ძიუდოისტით – ტოკიოს გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვარსკვლავური ფინალი 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში – ძიუდოში საქართველოს მასტერსი გაიმართა
U23. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატი მოიგო