U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია – მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის ახალ შესარჩევ ციკლს ხვალ, 9 სექტემბერს, 20:00 საათზე, ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით დაიწყებს. ახალგაზრდული, ბრიტანელებს ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს.
რამაზ სვანაძის გუნდი, საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე – ჩრდილოეთ ირლანდიის, მალტის, ლატვიის, საბერძნეთის და გერმანიის 21-წლამდე ნაკრებების წინააღმდეგ იასპარეზებს. დღეს, ახალგაზრდულმა ნაკრებმა წყალტუბოში მატჩისწინა ვარჯიში გამართა, მანამდე კი ჟურნალისტების კითხვებს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა – რამაზ სვანაძემ და მოთამაშემ – გაბრიელ სიგუამ უპასუხეს.
U21 | შემადგენლობა
მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), საბა ქაჯაია (რეალ მურსია, ესპანეთი), რევაზ კურტანიძე (იბერია 1999).
მცველები: ჟორჟე ქარსელაძე (აკადემიკა კოიმბრა, პორტუგალია), დავით ბუკია (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (დინამო თბილისი), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, ), მათე შათირიშვილი (დინამო თბილისი), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი 1913), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ტაბატაძე (ვაილე, ).
ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე, იტალია), ნიკოლოზ დადიანი (იბერია 1999), გაბრიელ სიგუა (ლოზანა სპორტი, შვეიცარია), ცოტნე ბერელიძე (დინამო თბილისი), გია ნადარეიშვილი (გაგრა), ირაკლი იეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), ლუკა წულუკიძე (დინამო ), გიორგი ხარებავა (კოლხეთი ფოთი 1913), ალეკო ბასილაძე (ტორპედო ქუთაისი).
თავდამსხმელები: დიეგო დეისაძე (ტერმალიკა ნეცეჩა, პოლონეთი), საბა გეგიაძე (სპაერი), დავით გოცირიძე (გაგრა).
ქუთაისიდან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან გასამართი მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
NAKREBI.GE
ახალი შესარჩევის პირველი ტური – ახალგაზრდულმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
19-წლამდელები საბერძნეთს უმასპინძლებენ – შემადგნელობა და მატჩების განრიგი
ახალგაზრდული ახალ შესარჩევს ქუთაისში – ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით დაიწყებს
მატჩის დღე! კიდევ ერთი ევროპის ჩემპიონატი ქართული ფეხბურთისთვის
ცუდი ამბავი – საბა გოგლიჩიძე ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს
ახალი შესარჩევის პირველი ტური – ახალგაზრდულმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
საქართველო – ჩეხეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
U21. პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე გაირკვა
ახალგაზრდული ახალ შესარჩევს ქუთაისში – ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით დაიწყებს
მატჩის დღე! საქართველო VS საფრანგეთი – ახალგაზრდები ჯგუფიდან გასასვლელად