ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის პირველ მატჩში, საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ხორვატია 1:0 დაამარცხა.
მასპინძლებმა თამაში აგრესიულად დაიწყეს და დებიუშივე შეძლეს დაწინაურება, როდესაც კვერნაძის მარჯვენა ფლანგზე გარღვევას მამაცაშვილის დარტყმა, მეკარის მოგერიება მოჰყვა და გ.მამაგეიშვილთან ბრძოლაში ბურთს საკუთარ კარში ადგილი მცველმა სოლდომ მიუჩინა. აქედან მოყოლებული სტუმრები ინიციატივას დაეუფლენ და მომენტები შექმნეს: ზვონარეკი საჯარიმოში შეიჭრა, დაარტყა და ჩვენი გუნდი ხარიხამ იხსნა, შემდეგ სოლდოს გატანა მეკარე ხარატიშვილმა არ დაანება, ფრიგანმა კი შესანიშნავი შანსი ვერ გამოიყენა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენმა გუნდმა მეტოქის მწვავე შეტევები
მოიგერია, ხოლო 61-ე წუთზე სწრაფი კონტრიერიშისას პირისპირ გასული გ. მამაგეიშვილი მეკარე ჩავლინამ საჯარიმოს გარეთ წააქცია და მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა. კაცნაკლული ხორვატები იძულებულები გახდნენ დაცვაში ჩამდგარიყვნენ, შეცვლაზე შესულმა მეკარე კოლიჩმა ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი და საქართველოს ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა.
საპასუხო შეხვედრა 19 ნოემბერს რიეკაში ჩატარდება.
საქართველო – ხორვატია 1:0
გოლი: სოლდო (4, საკ. კარში)
გაძევება: ჩავლინა (61, ხორვატია)
საქართველო: ხარატიშვილი, აზაროვი (მორჩილაძე 90+1), უგრეხელიძე, ლაცაბიძე, მაისურაძე, გაგნიძე, გ. მამაგეიშვილი (სიგუა 67), ო. მამაგეიშვილი (გორდეზიანი 76), მამაცაშვილი (აბუაშვილი 67), ოდიშარია, კვერნაძე
სვანაძე მთელი ცხოვრება იბლატა ენა ხორვატიას მოვუგეო. . . ათ კაციანი გუნდთან ანგარიშის შენაეჩუნება დაისახა უმთავრეს მიზნად. . . რას ვიზამთ გასვლა განადგურდება და ხორვატი იყოო თავს გაიმართლებს. . . ართველი მწვრთნელი საერთოდ აიკრძალოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში. .
ვერანაირი ტაქტიკა და ბოდვის დონეზე ატმასკები ვერ გაამართლებს ათ კაციან გუნდთან დროის გაყვანას და მოედანზე სეირნობით სიარულს. ერთ ბურთიანი ფორა არაფერს არ ნიშნავს, ღმერთმა ქნას იქ უკეთ ითამაშონ.