U21. საქართველოს ნაკრებმა ფინეთს 4:2 მოუგო

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, ამხანაგურ მატჩში ფინეთი 4:2 დაამარცხა.
პირველ ტაიმში ფინელები ჰურულაინენმა დააწინაურა, რის შემდეგაც ჩვენი გუნდი ინიციატივას დაეუფლა, ბევრს უტევდა და 50-ე წუთზე ხვადაგიანმა თავურით თანაფარდობა აღადგინა, რომელსაც საჯარიმოდან პასი მამაცაშვილმა გაუკეთა. ცოტა ხანში კი გ. მამაგეიშვილმა ბერგსტრემის კარი დალაშქრა. მერე პირდაპირ კუთხურიდან გოლი მამაცაშვილმა გაიტანა. თუმცა, მალე ტალვიტიემ ანგარიში შეამცირა, ხოლო 88-ე წუთზე ო. მამაგეიშვილმა მოწინააღმდეგის შეცდომით ისარგებლა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
შემდეგ შეხვედრას სვანაძის გუნდი 25 მარტს სერბეთთან ჩაატარებს.
გოლები: 0:1 ჰურულაინენი (24), 1:1 ხვადაგიანი (50), 2:1 გ. მამაგეიშვილი (56), 3:1 მამაცაშვილი (60), 3:2 ტალვიტიე (68), 4:2 ო. მამაგეიშვილი (88)
საქართველო: ხარატიშვილი, ხვადაგიანი, უგრეხელიძე, მამაცაშვილი (რუხაძე 76), მაისურაძე (ოდიშვილი 90), ლომინაძე, ოდიშარია (გ. მამაგეიშვილი 46), კვერნაძე (გოცირიძე 76), გაგნიძე, ეგოიანი (ო. მამაგეიშვილი 46), სიგუა (აბუაშვილი 46)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში