U21. საქართველოს ნაკრებმა სერბეთსაც მოუგო

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, ამხანაგურ მატჩში სერბეთი 3:1 დაამარცხა.
ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სვანაძემ ფინეთთან მოგებული შეხვედრისგან განსხვავებული სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე. საქართველოს ნაკრები მეკარის შეცდომის შედეგად სიგუამ დააწინაურა. მეტოქემ ანგარიში პენალტით გაათანაბრა. ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი მორჩილაძემ თავის მიერ მოპოვებული თერთმეტმეტრიანი ეფექტურად შეასრულა და პირველი ტაიმი 2:1 მოვიგეთ.
შეხვედრის მეორე ნახევარში სვანაძემ ათი ცვლილება განახორციელა და მისმა შეგირდებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს – თავი იაკობიძემ გამოიჩინა. ასე რომ, საქართველოს ნაკრებმა ფინეთის შემდეგ სერბეთსაც სძლია.
საქართველო – სერბეთი 3:1
გოლები: 1:0 სიგუა (11), 1:1 მიტროვიჩი (28, პენ), 2:1 მორჩილაძე (45+3, პენ), 3:1 იაკობიძე (84)
საქართველო: თანდილაშვილი (მაქაცარია 46), რუხაძე (ოდიშარია 61), ოდიშვილი (იაკობიძე 46), ხვადაგიანი (უგრეხელიძე 86), მაისურაძე (კვერნაძე 65), ო. მამაგეიშვილი (აბუაშვილი 61), გ. მამაგეიშვილი (მამაცაშვილი 61), სიგუა (გაგნიძე 61), ეგოიანი (გოცირიძე 46), მორჩილაძე (ლომინაძე 61), იობაშვილი

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში