U21 | საბერძნეთი V საქართველო – პირველი ვარჯიში ათენში

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა, დღეს ათენში, საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრის მინდორზე პირველი ვარჯიში გამართა. ჩვენი გუნდი, საბერძნეთთან მატჩს 14 ნოემბერს, პანათინაიკოსის სტადიონზე – ლეოფოროსზე გამართავს. 19:00 საათზე, მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ახალგაზრდული ნაკრები, მიმდინარე შეკრებას დანაკლისით შეხვდება, ნიდერლანდებში მოთამაშე ექსელსიორის ნახევარმცველი – ირაკლი ეგოიანი შეკრებას ტრავმის გამო გამოტოვებს. მიმდინარე შეკრების და საბერძნეთთან მატჩის შესახებ გუნდის წევრებმა – ნიკოლოზ დადიანმა და საბა ხარებაშვილმა ისაუბრეს.
U21 | შემადგენლობა
მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), საბა ქაჯაია (რეალ მურსია, ესპანეთი), პაპუნა ბერუაშვილი (რუსთავი).
მცველები: ჟორჟე ქარსელაძე (აკადემიკა კოიმბრა, პორტუგალია), დავით ბუკია (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (დინამო თბილისი), ოთარ ჩოჩია (გაგრა), გიორგი გვასალია (დინამო თბილისი), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი 1913), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ტაბატაძე (ვაილე, ).
ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე, იტალია), ნიკოლოზ დადიანი (იბერია 1999), გიორგი ხარებავა (კოლხეთი 1913), ცოტნე ბერელიძე (დინამო თბილისი), ლუკა წულუკიძე (დინამო ), ალეკო ბასილაძე (ტორპედო ქუთაისი), გურამ ჯაფარიძე (დინამო ).
თავდამსხმელები: დიეგო დეისაძე (ტერმალიკა ნეცეჩა, პოლონეთი), დავით გოცირიძე (გაგრა), ლუკა პარკაძე (ზალცბურგის აუსტრია, ავსტრია), დიმიტრი ღურწკაია (მეშახტე ტყიბული).
U21 | ლატვია V საქართველო – მატჩისწინა ვარჯიში რიგაში
U21 – ლატვიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] U21. მძიმე სანახაობა და ფრე რიგაში – საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიმარჯვა
ლატვია V საქართველო – ახალგაზრდულმა რიგაში სრული შემადგენლობით ივარჯიშა
“შეტევაში გვიჭირს, ძალიან – რესურსებში შეზღუდული ვართ” – სვანაძემ მძიმე პრობლემების შესახებ ისაუბრა
[VIDEO] ერთმანეთზე ლამაზი გოლებით – საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა მალტა გაანადგურა