U21 | რამაზ სვანაძის გუნდი 26 მარტს სტუმრად გიბრალტარს დაუპირისპირდება

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 26 მარტს, თბილისის დროით 17:00 საათზე, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის გასვლით მატჩს გიბრალტარის 21-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
დღეს რამაზ სვანაძის გუნდმა გიბრალტარში, “ლათბერი სტედიუმზე”, პირველი ვარჯიში გამართა. თურქეთში შეკრებაზე მიღებული ტრავმის გამო გუნდს გიბრალტართან გიზი მამაგეიშვილი ვეღარ დაეხმარება.
26 მარტს “ვიქტორია სტედიუმზე” გასამართი მატჩის რეპორტაჟზე ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ 5 ტურის შემდეგ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს 10 ქულა აქვს და მეორე ადგილზე მყოფ შვედეთს 3 ქულით უსწრებს.
nakrebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში