U21. მძიმე სანახაობა და ფრე რიგაში – საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიმარჯვა

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე ტურში, F ჯგუფში საქართველოს ნაკრები გასვლაზე ლატვიას დაუზავდა – 1:1.
თითქმის ცარიელ 2 300-იან სტადიონზე თამაში დიდად სანახაობრივი არ იყო, სტუმრები სრულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ მომენტებს ვერ ქმნიდნენ და მთელი პირველი ტაიმი ისე გაილია, საინტერესო ვერაფერი ვერ ვიხილეთ. მასპინძლებმა დაინახეს რა მათ კარს საფრთხე არ ემუქრებოდა, შემოგვიტიეს და დაწინაურდნენ კიდეც. თუმცა მალე ბუკიამ ანგარიში გაათანაბრა. აქედან მოყოლებული ჩვენმა გუნდმა ინიციატივა დაიბრუნა, მეტოქის ნახევარზე აიწია, რასაც სამწუხაროდ შედეგი არ მოჰყვა და საქართველოს ნაკრები ისევ ფრეს დასჯერდა.
მომდევნო მატჩს რამაზ სვანაძის გუნდი, რომელიც ჯგუფში 2 ქულით მეოთხე ადგილზეა, 14 ოქტომბერს ტა’ქალში მალტასთან ჩაატარებს.
ლატვია – საქართველო 1:1
გოლები: 1:0 პატიკა (59), 1:1 ბუკია (62)
საქართველო: მაქაცარია, ხარებაშვილი, ნარიმანიძე, ლაცაბიძე, ბუკია, ლორთქიფანიძე (პარკაძე 59), ეგოიანი, დადიანი, წულუკიძე (ოდიკაძე 80), ბასილაძე (ტაბატაძე 46), გოცირიძე (დეისაძე 59)