U21. მოსაწყენი ფეხბურთი ვაკეში – საქართველოსა და ყაზახეთის მატჩი უგოლოდ დასრულდა

საქართველოსა და ყაზახეთის ახალგაზრდული ნაკრებების ამხანაგური მატჩი 0:0 დასრულდა.
მასპინძლები სრულ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ სტუმრები თავს კარგად იცავდნენ. თამაში დაბალ ტემპში მიმდინარეობდა, ლამაზი სანახავი არ იყო, მომენტები იშვიათად იქმნებოდა. მეორე ტაიმში შეცვლაზე შესულებმა თამაში მეტ-ნაკლებად გაამწვავეს, იობაშვილის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, ხარებავამ კი ხელსაყრელი პოზიციდან ვერ უწია მიზანს. ეგ იყო და ეგ.
მომდევნო შეხვედრას სვანაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ცილკში 5 სექტემბერს სახლში მოლდოვასთან ჩაატარებს.
საქართველო – ყაზახეთი 0:0
საქართველო: ხარატიშვილი (თანდილაშვილი 46), მაისურაძე (კვარაცხელია 78),
გოგლიჩიძე (ხარებავა 78), ხვადაგიანი, რუხაძე (მამაცაშვილი 46), ოდიშარია (ოგბაიძე 64), ლომინაძე (ოსიყმაშვილი 31), გაგნიძე (უგრეხელიძე 64), კვერნაძე (იობაშვილი 64), სალია (აბუაშვილი 46), გორდეზიანი (მორჩილაძე 64)