U21. მოლდოვამ საქართველოს მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთა

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოლდოვასა და შვედეთის მატჩი 0:0 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ 52-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო თავდამსხმელმა ილიე ბოტრანიმ და მასპინძლები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ. მიუხედავად ამისა სტუმრებმა გამარჯვების მოპოვება ვე შეძლეს.
ჯგუფში 27 ქულით ლიდერი ნიდერლანდებია, საქართველო 16 ქულით მეორე ადგილზეა, შვედეთი 14 ქულით მესამეზეა, ჩრდილოეთ მაკედონია 9 ქულით მეოთხეზეა, მოლდოვა კი 7 ქულით აუტსაიდერია.
ნიდერლანდებმა პირველი ადგილი გაინაღდა, ხოლო მეორე პოზიციისთვის ბრძოლა საქართველოსა და შვედეთს შორის გაიმართება. 10 ოქტომბერს შვედეთი საქართველოს უმასპინძლებს. ბოლო ტურში 14 ოქტომბერს
შვედეთი გასვლაზე ნიდერლანდებს შეხვდება, 15 ოქტომბერს კი საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიას მიიღებს.
მოლდოვა – შვედეთი 0:0
გაძევება: ბოტრანი (52, მოლდოვა)