U21. გაძევება დებიუტში და საქართველოს ნაკრების წაგება პორტუგალიასთან

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო, მესამე ტურში საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან 0:4 დამარცხდა.
მატჩის სტარტზე ნაზინიოსთან უხეშობისათვის მსაჯმა ოდიშარია გააძევა და ჩვენი გუნდი, რომელსაც შემდეგ ეტაპზე გასასვლელად აუცილებლად გამარჯვება სჭირდებოდა, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. თუმცა, კაცნაკლულმა საქართველოს ნაკრებმა შეტევები გააგრძელა და აზაროვის შორიდან დარტყმული ბურთი სოარესმა ძლივს მოიგერია. მეტოქემ კი ხარატიშვილის შეცდომის შედეგად დაწინაურება მოახერხა. პორტუგალია უკვე სრულ უპირატესობას ფლობდა, ზეწოლა გააძლიერა, ბერნარდუს ხარატიშვილმა არ გაატანინა, კენდამ მიზანს ვერ უწია. ქართველმა ფეხბურთელებმა იერიშებით უპასუხეს, აქტიური კვერნაძის დარტყმული ბურთი სოარესმა მოიგერია, ლომინაძის დრიბლინგს შედეგი არ მოჰყვა და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.
შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებში დაღლილობამ იჩინა თავი, კიდევ სამი გოლი გაუშვა და მარცხი განიცადა.
პარალელურ მატჩში საფრანგეთმა პოლონეთს 4:1 მოუგო.
სვანაძის გუნდმა ჯგუფური ეტაპი 3 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა, მიზანს ვერ მიაღწია, თუმცა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. კიდევ დიდხანს გაგვახსენდება საფრანგეთთან შეხვედრის ფინიში, რომლის მოგებასთან და ჯგუფიდან გასვლასთან ახლოს ვიყავით.
საქართველო – პორტუგალია 0:4
გოლები: 0:1 პინეირუ (24), 0:2 კენდა (62), 0:3 გომეში (87), 0:4 არაუჟუ (90+5, პენ)
გაძევება: ოდიშარია (3, საქართველო)
საქართველო: ხარატიშვილი, აზაროვი (მამაცაშვილი 67), ხვადაგიანი, იაკობიძე, მაისურაძე, ლომინაძე, გ. მამაგეიშვილი (იეგოიანი 67), ო. მამაგეიშვილი (მორჩილაძე 85), აბუაშვილი (ბედოშვილი 52), ოდიშარია, კვერნაძე
· შვანგიროვი მთელი საქართველო როცა ელოდება ამ დღეს და მესამე წუთზე ასე უაზროდ ადგებინებ თავს…
· ტუკო რამირესი კარგი ბიჭები გვყავს, მაგრამ დისციპლინა ნულია. არცერთ ნაკრებში არ ეჩხუბებიან ასე და ამდენს ერთმანეთს. თამაშის მხრივაც უამრავი წუნია, რისი გამოსწორებაც, პრინციპში, შესაძლებელია. ეხლა კი დიდებმა უნდა იყარონ ჯავრი.
· გიორგი რა საინტერესოა რომ როდესაც რომელიმე ქართული კლუბი ან სულაც ნაკრები ორი ან თუნდაც სამი ბურთის სხვაობით იმარჯვებს, მაშინვე იწერება სათაურშივე რომ “მეტოქე გუნდი გაანადგურეს”. სამაგიეროდ როდესაც პირიქით ხდება, ჩვენ მხოლოდ “ვმარცხდებით” ხოლმე?!
· გრიᲨო მადლობა ბიᲭებო, ყოᲩაᲦ! უსამარᲗლოდ დაგამარცხეს ამ Ჩემპიონატზე, მაგრამ Თქვენი Თაობა მსოფლიოს Ჩემპიონატს მოიგებს! ვისაც გვჯერა გაგვატარეᲗ. ბადლობა ლომებო!
აბუაშვილი: მზად ვართ – ვიცით მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები