U21 | ახალგაზრდული ხვალ ლატვიას დაუპირისპირდება

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას, ლატვიასთან და მალტასთან გასამართი საშინაო მატჩებით განაგრძობს.
რამაზ სვანაძის გუნდი, ხვალ ქუთაისში, ლატვიის 21-წლამდე ნაკრებს რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ტრავმის გამო, ლატვიასთან მატჩს ქუთაისის ტორპედოს მცველი – დავით ბუკია გამოაკლდება. ტრავმირებული ალეკო ბასილაძის ნაცვლად კი გუნდს – ნიკოლოზ ცეცხლაძე შემოუერთდა.
U21 | შემადგენლობა
მეკარეები: პაპუნა ბერუაშვილი (რუსთავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), რევაზ კურტანიძე (იბერია1999).
მცველები: გიორგი გვასალია (დინამო თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (ვაილე, ), ალექსანდრე ამისულაშვილი (იბერია 1999), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი 1913), დავით ბუკია (ტორპედო ქუთაისი), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, ), გიორგი ტაბატაძე (ვაილე, ), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი).
ნახევარმცველები: ნიკოლოზ დადიანი (იბერია1999), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გურამ ჯაფარიძე (დინამო ), საბა გეგიაძე (სპაერი), გაბრიელ სიგუა (ლოზანა სპორტი, შვეიცარია), გია ნადარეიშვილი (ტრენჩინი, ), ანდრია ბართიშვილი (იბერია 1999), ცოტნე ბერელიძე (წყალტუბოს სამგურალი), ლუკა წულუკიძე (დინამო ), ნიკოლოზ ცეცხლაძე (წყალტუბოს სამგურალი).
თავდასხმელები: დიეგო დეისაძე (ტორპედო ქუთაისი), ნიკოლოზ ჩიქოვანი (უოტფორდი, ინგლისი), ლუკა პარკაძე (აუსტრია ზალცბურგი, ავსტრია).
NAKREBI.GE