U20. 45:17 – საქართველოს ნაკრებმა ინგლისს სძლია!

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მეორე ამხანაგურ მატჩში ინგლისელი თანატოლები 45:17 დაამარცხა.
“უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” პირველი ტაიმი 16:5 მოიგეს, შესვენების შემდეგ კი ანგარიში გაზარდეს და “ექვსი ერის” ჩემპიონთან დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.
ქართველმა მორაგბეებმა ექვსი ლელო გაიტანეს: ორი ტატო ბურთიკაშვილმა, თითო-თითო კი გიორგი სპანდერაშვილმა, შოთა ხელაძემ და ნუგზარ ქევხიშვილმა. ლუკა ცირეკიძის ანგარიშზე 5-დან 4 გარდასახული ლელო, 4 გატანილი ჯარიმა და ჯამში 20 ქულაა.
შეგახსენებთ, პირველი შეხვედრა ინგლისელთა გამარჯვებით 31:7 დასრულდა, ამჯერად კი ჩვენმა გუნდმა სრულფასოვანი რევანში აიღო.