U20. საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიასთან დამარცხდა

2025 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა ახალ ზელანდიას სამი ლელო გაუტანა, მაგრამ 19:38 მარცხი განიცადა.
ჩვენმა გუნდმა თამაში კარგად დაიწყო, დაწინაურდა კიდეც, მაგრამ შემდეგ უპირატესობას მეტოქე დაეუფლა, რომელმაც პირველი ტაიმი 31:14 მოიგო, საბოლოოდ კი გამარჯვება მოიპოვა.
ლელოები შოთა ხელაძემ, მიხეილ შიოშვილმა და მიხეილ ხახუბიამ დადეს, ორი გარდასახვა კი ლუკა თაყაიშვილმა გამოიყენა.
“უმცროსი ბორჯღალოსნები” ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს 9 ივლისს კალვიზანოში იტალიასთან გამართავენ.
2025 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი
გ ჯგუფი. მეორე ტური. 4 ივლისი
ვიადანა (იტალია). „ლუიჯი ძაფანელა“
საქართველო – ახალი ზელანდია
საქართველო
ხაზი: 15. ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი), 14. ლუკა კეშელავა (არმია), 13. სანდრო მესხიძე (არმია), 12. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), 11. საბა შარვაშიძე (აია), 10. გიგი სირბილაძე (ლელო), 9. გიორგი სპანდერაშვილი (შავი ლომი);
შერკინება: 1. ბაჩუკი ბარათაშვილი (აია), 2. შოთა ხელაძე (ლელო), 3. მათე ღურწკაია (კასტრი), 4. თემურ წულუკიძე (ოიონა), 5. გაგი მარგველაშვილი (რასინგი), 6. ნიკა აბესაძე (ლელო), 7. ანდრო დვალი (პერპინიანი, კაპ.), 8. მიხეილ შიოშვილი (ტულონი).
მარქაფა: 16. მიხეილ ხახუბია (ლელო), 17. არჩილ ნოზაძე (აჟენი), 18. გიორგი ძაგანია (ნარბონი), 19. დავით ბარამია (ტულონი), 20. გიორგი არძენაძე (ბათუმი); 21. თემურ ძოძუაშვილი (აია), 22. გიორგი ჯაში (არმია), 23. სანდრო სესიაშვილი (არმია).
[VIDEO] საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა
20 წ. | ირლანდია ირლანდიამდე
20 წ. | ირლანდია ირლანდიამდე
საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრები ფრანგ თანატოლებთან დამარცხდა
U20. “უმცროსი ბორჯღალოსნები” პირველ ტაიმში ახალ ზელანდიასთან 6:19 დამარცხდა
U20. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის სასტარტო მატჩში ექვსგზის ჩემპიონთან დამარცხდა [VIDEO]
ᕡᓐ
“უმცროსი ბორჯღალოსნები” მსოფლიო ჩემპიონატისთვის “შევარდენის ბაზაზე” ემზადებიან
20 წ. | 10 გამოცდილით ჩემპიონატის პირველ მატჩში