U19. ფრე ესტონეთთან – საქართველოს ნაკრები ელიტ-რაუნდში გავიდა

ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლო, მესამე ტურში საქართველოს ნაკრები ესტონეთს დაუზავდა (1:1) და მეორე ადგილით ელიტ-რაუნდში გავიდა.
მეცხრე ჯგუფში 9 ქულით გამარჯვებული ნორვეგია გახდა, მეორე ადგილზე 4 ქულით საქართველოს ნაკრები გავიდა, ამდენივე ქულით, ოღონდ უარესი დამატებითი მაჩვენებლით მესამე პოზიციაზე დარჩა, მასპინძელმა შვედეთმა კი ჯგუფური ტურნირი უქულოდ დაასრულა.
გეტებორგი. „ბრავიდა არენა“
ესტონეთი – საქართველო 1:1
გოლები: 1:0 კალიმულინი (17, პენ), 1:1 პიჰელა (41, საკ. კარში)
საქართველო: საური, ნიკოლაიშვილი, მეფარიშვილი, ტყეშელაშვილი, გვასალია, ხარებაშვილი, ბერელიძე, გოგსაძე, გეგუჩაძე (ბუბუტეიშვილი 73), სამუშია (ამისულაშვილი
83), სალია