U19 | საქართველო V ჩრდ. მაკედონია – შემადგენლობა და მატჩების განრიგი

საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრები, 8 და 10 ივნისს, 20:00 საათზე, თბილისში დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ჩრდილოეთ მაკედონიის 19-წლამდელთა გუნდს დაუპირისპირდება.
მოახლოებული მატჩებისთვის, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა ფირცხალაიშვილმა 23 ფეხბურთელი გამოიძახა. ორივე მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს სფფ-ის Youtube-ს არხი შემოგთავაზებთ.
აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფი, 13-დან, 19 ნოემბრის ჩათვლით, შვედეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში მიიღებს მონაწილეობას. ჯგუფში ჩვენი ნაკრები ნორვეგიას, ესტონეთს და ჯგუფის მასპინძელ შვედეთს დაუპირისპირდება.
U19 | შემადგენლობა
მეკარეები: მათე საური (დინამო თბილისი), სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ხელაშვილი (ლოკომოტივი თბილისი).
მცველები:
გიორგი ნიკოლაიშვილი (იბერია 1999), ლუკა შაშიაშვილი (დინამო თბილისი), ალექსანდრე ამისულაშვილი (იბერია 1999), ამირან ტყეშელაშვილი (ტორპედო ქუთაისი), ოთარ ჩოჩია (გაგრა).
ნახევარმცველები: გიორგი გოგსაძე (იბერია 1999), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი), ალექსანდრე ფეიქრიშვილი (დინამო თბილისი), საბა გეგუჩაძე (იბერია 1999), ლუკა ბუბუტეიშვილი (დინამო თბილისი), ბექა ბურდიაშვილი (დინამო თბილისი), ლუკა წულაია (დინამო თბილისი), ცოტნე ბერელიძე (დინამო თბილისი), გიორგი გვასალია (დინამო თბილისი), ავთანდილ მაშავა (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ჩიქოვანი (დინამო თბილისი).
თავდამსხმელები: ჰალიდ დოლტმურზიევი (ბრიუგე), იუსიბ მეხტიევი (დინამო თბილისი), საბა სამუშია (დინამო თბილისი), თემურ ოდიკაძე (დინამო თბილისი).
nakrebi.ge