U19 | საქართველო 2:1 ისრაელი

დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ისრაელს უმასპინძლა. ამხანაგური მატჩი, ორმხრივი შეტევების ფონზე წარიმართა და ჩვენი ასაკობრივი გუნდის გამარჯვებით დასრულდა – 2:1.
მატჩის სტარტზე მეტოქე ეიად ხალაილის გოლით დაწინაურდა. წონასწორობა მალევე, მე-15 წუთზე, 19-წლამდე ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა სამუშიამ ეფექტური დარტყმით აღადგინა. გამარჯვების გოლი კი 89-ზე გიორგი მეფარიშვილმა გაიტანა, რომელმაც სტანდარტული სიტუაციიდან ჩამოწოდებული ბურთი მეტოქის კარში თავით გადაგზავნა.
აღსანიშნავია მეკარის, მათე საურის შესანიშნავი თამაში, რომელმაც ჩვენი კარისკენ რამდენიმე სახიხათო დარტყმული მოიგერია. ს წინააღმდეგ მეორე ამხანაგურ მატჩს, ლაშა ფირცხალაიშვილის
გუნდი 5 მარტს, 18:00 საათზე, დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ 19-წლამდე ნაკრები, 2025 წლის 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში – პოლონეთს, სლოვაკეთს და მონტენეგროს დაუპირისპირდება. ჯგუფური ეტაპის მატჩებს საქართველო უმასპინძლებს.
U19 | ელიტ რაუნდი
19 მარტი | საქართველო – პოლონეთი | მესხი 2 | 19:00
22 მარტი | საქართველო – | მესხი 2 | 19:00
25 მარტი | საქართველო – მონტენეგრო | მესხი 2 | 19:00
nakrebi.ge