U19. საქართველოს ნაკრებმა სლოვაკეთს სძლია და ჯგუფიდან გასვლის შანსი აქვს [VIDEO]

2025 წლის 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა 2:0 დაამარცხა.
პოლონეთთან 0:3 წაგების შემდეგ, ჩვენმა გუნდმა მობილიზება და დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვების მოპოვება შეძლო. საქართველოს ნაკრები ნიკოლაიშვილმა დააწინაურა, შეცვლაზე შესულმა ჩიქოვანმა კი ლამაზი გოლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
დღეს მონტენეგრომ პოლონეთს 1:0 მოუგო და ჯგუფში გამარჯვებული ბოლო ტურში გაირკვევა – 4 ქულით ლიდერი მონტენეგროა, პოლონეთს და საქართველოს 3-3 ქულა აქვთ, ხოლო 1 ქულით აუტსაიდერი სლოვაკეთია. მომდევნო ეტაპზე მხოლოდ პირველადგილოსანი გადის.
ბოლო მატჩს საქართველოს ნაკრები 25 მარტს მონტენეგროსთან ჩაატარებს.
საქართველო – 2:0
გოლები: 1:0 ნიკოლაიშვილი (67), 2:0 ჩიქოვანი (90)
საქართველო: ხელაშვილი, ხარებაშვილი, ნიკოლაიშვილი, ტყეშელაშვილი, ამისულაშვილი, გოგსაძე, ფეიქრიშვილი, გეგუჩაძე (ბუბუტეიშვილი 59), ბერელიძე, ნაჭყებია (წულაია 75), სალია (ჩიქოვანი 82)
ჩვენ რომც მოვიგოთ,პოლონეთი სლოვაკებს მოუგებს ა მეორეზე დავრჩებით.17 წლამდელები კი,ლიტვასთანაც დამარცხებულან 0-3!როგორ დავიჯერო,რომ ასე სუსტი თაობა მოდის!

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში