საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დასკვნითი მატჩი გამართა. ჯგუფის მასპინძელ ლიეტუვასთან უხვგოლიანი შეხვედრა ფრედ, 7:7 დასრულდა.
საქართველოს ნაკრები მე-5 წუთზე მოსე ჩიკიროვმა დააწინაურა. მასპინძლებმა მალევე გაათანაბრეს, ხოლო გიორგი აირაპეტიანის გაძევების შემდეგ, ლიეტუვის ნაკრებმა კიდევ ოთხი გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრები თამაშში მეორე ტაიმში დაბრუნდა. დაჩი ცალუღელაშვილის, ლიეტუველთა ავტოგოლის და მოსე ჩიკიროვის კიდევ ოთხი გოლის შემდეგ, ჩვენი გუნდი გამარჯვებასთან ახლოს იყო. თუმცა, დავით გოგოხიას გაძევების შედეგად რიცხობრივ უმცირესობაში მეორედ დარჩენილმა საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა ვეღარ შეინარჩუნა.
nakrebi.ge