U19. კარგად დაწყებული ცუდად დაასრულეს – საქართველოს ნაკრები მონტენეგროსთან დამარცხდა

2025 წლის 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის ბოლო, მესამე ტურში საქართველოს ნაკრები მონტენეგროსთან 1:3 დამარცხდა.
მასპინძლები თავიდანვე დაეუფლენ ინიციატივას და სამუშიას კარგი გარღვევის შედეგად გეგუჩაძემ დააწინაურა. შემდეგ სალიას დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, , ფეიქრიშვილს გატანა მეკარემ არ დაანება, სტუმრებმა კი პირველივე სახიფათო კონტრიერიშისას ანგარიში გაათანაბრეს.
58-ე წუთზე მცველმა ცამაიმ შორიდან გატანილი ლამაზი გოლით მონტენეგრო წინ გაიყვანა. დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრები ბევრს და უშედეგოდ უტევდა, ბოლოს კიდევ ერთი გოლი გაუშვა და მარცხი განიცადა.
პარალელურ მატჩში პოლონეთმა სლოვაკეთს 2:0 მოუგო. ჯგუფში პირველი ადგილი
7 ქულით მონტენეგრომ დაიკავა და ევროპირველობაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. მეორე ადგილზე 6 ქულით პოლონეთი გავიდა, მესამეზე 3 ქულით საქართველო, ხოლო 1 ქულით მეოთხეზე – .
საქართველო – მონტენეგრო 1:3
გოლები: 1:0 გეგუჩაძე (7), 1:1 პეროვიჩი (39), 1:2 ცამაი (58), 1:3 კოსტიჩი (88)
საქართველო: საური, ამისულაშვილი (ოდიკაძე 79), მეფარიშვილი, ნიკოლაიშვილი, გოგსაძე, გეგუჩაძე (ბუბუტეიშვილი 61), ფეიქრიშვილი, ხარებაშვილი, ბერელიძე (გვასალია 65), სალია (ჩიქოვანი 65), სამუშია (ნაჭყებია 65)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში